რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ თქვენ, განიხილოთ გადასახადების რეალური დაწევა, რამდენად უნდა დამძიმდეს ვითარება? - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 14:37, 18 Sep, 2020     1049

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, საკანონმდებლო ორგანოში, ინტერპელაციის წესით მისულ ნათია თურნავას მიმართა.

გიგა ბოკერიას თქმით, ქვეყანაშა არის უმძიმესი ეკონომიკური ვითარება, ხოლო ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უტიფრად აგრძელებს თვითკმაყოფილებას და ტყუილის ტირაჟირებას საზოგადოებაში.

"თქვენი მთავრობის მონაცემებით 2016-2019 წლამდე სადღაც 45 ათასით შემცირდა ოფიციალური დასაქმებულთა რიცხვი, ხოლო 2020 წლის მეორე კვარტალში წინა წელთან შედარებით 33 ათასით ნაკლები ადამიანია დასაქმებული. ეკონომიკის შემცირებამ -12 % შეადგინა. მე მინდა თქვენ გვითხრათ ზღვარი, რა ზღვრის შემდეგ განიხილავთ სერიოზულად ტვირთის შემცირებას მეწარმეებისა და მოქალაქეებისთვის. თქვენს პასუხში გიწერიათ, რომ სამასი მილიონი დავტოვეთ ეკონომიკაშიო, 6 მილიარდი არის დაკარგული და 300 მილიონი დაუტოვეთ ხალხს? ეს ბალანსი თქვენი აზრით პასუხობს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ჩვენი მოქალაქეები და მეწარმეები დგანან? საშუალო კლასი და გაჭირვებული ხალხი? რა ზღვარს უნდა აცდეს კრიზისი და გაჭირვება, თქვენ რომ ტვირთის შემსუბუქება განიხილოთ და 300 მილიონი რანაირად პასუხობს 6 მილიარდიან დანაკარგს?! ისევ უტიფარი ტყუილი, ვწუხვარ რომ ეს უნდა გითხრათ. თქვენს პასუხში გიწერიათ, რომ თურმე მესამე ადგილზეა საგადასახო ტვირთით საქართველო, რაზე გაქვთ გათვლა, რომ ამ სიცრუეს უბრალოდ არავინ არ შეამოწმებს? აქ იყო პრემიერ-მინისტრი, თქვენი გუნდის ლიდერი, ლიდერი კი არა, ლიდერის ერთ-ერთი ასისტენტი, ივანიშვილის ერთ-ერთი ასისტენტი, მან გაიმეორა სიცრუე, ჩვენ მას მივუთითეთ რომ თქვენ ცრუობთ. გადასახადებს საერთო ტვირთით საქართველო არის 119-ე თუ 118 ადგილზე. ამ სიცრუეს რა აზრი აქვს ჩვენს მოქალაქეებს რითი უმსუბუქებს მდგომარეობას?"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42