ეს არის თქვენი მიდგომა - სიცრუე, ტყუილი და უტიფარი თავის ქება, ეს მოვისმინეთ ახლა ჩვენ აქ - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 14:31, 18 Sep, 2020     802

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას გადასახადის დაწევაზე მემარცხენე საბჭოთა ექსტრემიზმის გამოვლინება უწოდა.

„საბჭოთა მიდგომაა გადასახადის ყველასთვის ერთნაირად დაწევაო - მომესმა თუ ასეთი რამე თქვით მართლა? ეგ არის მემარცხენე საბჭოთა ექსტრემიზმი. თქვენ გგონიათ მდიდრებს აწუხებთ გადასახადი? გადასახადი აწუხებს საშუალო და ქვემო კლასს და თუ გადასახადებს არ დაწევთ, მდიდრები კი არ დაზარალდებიან, დაზარალდებიან ღარიბები და საშუალო კლასი, ამიტომ უნდა დაუწიოთ ყველას გადასახადი. აქციზის გადასახადი საწვავზე რომელი მდიდრების გადასახადია? ჩემს ხელფასზე და საკუთარზე რომ საუბრობთ, შეამცირეთ სამთავრობო და საპარლამენტო ხარჯი, ეგ რომელი არგუმენტია, მეწარმეებს, მათ შორის წარმატებულს, გადასახადი რომ არ დაუწიოთ? წარმატებას სჯით და გგონიათ ეგ არ აისახება ყველაზე უფრო გაჭირვებულებზე? ორჯერ ორი 4-ია, არ გესმით რაზეა ლაპარაკი?“- განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, ეკონომიკის მინისტრის შედარებები იაფ ფრენებთან დაკავშირებით არარელევანტურია.

„პოლიტიკური უტიფრობის ზღვარზე ლაპარაკობთ. გიორგი კანდელაკს უკითხავდით მორალს იაფ ფრენებზე და ქუთაისის აეროპორტზე, სერიოზულად ამბობთ ამას? როცა არაფერი აღარ განავითარეთ მანდ სწორედ იმისთვის, რომ დიდი ნახტომი გვქონოდა და 2011 წელს ადარებდით რაღაცას? მე-17 საუკუნისთვის შეგედარებინათ მაშინ. კიდევ ერთი ფენომენალური ფრაზა ითქვა და ეს უნდა დამიდასტუროთ, რომ წამოგცდათ. თურმე საქართველოს არა მოქალაქეებს კარანტინში რომ მოუწევთ გასვლა და ოჯახის წევრი საქართველოს მოქალაქე რომ ჰყავთ, აძლევთ უფლებას, რომ კარანტინში შეუერთდნენ? ასეთი დიდსულოვნები ხართ?“- განაცხადა გიგა ბოკერიამ ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42