18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 17:30, 17 Sep, 2020     2689

ვერძი

ჯანმრთელობის მხრივ, სანერვიულო არაფერი გაქვთ. ენერგეტიკული პოტენციალის უმნიშვნელო კლება მხოლოდ ხანდაზმულ და დასუსტებულ ადამიანებში შეინიშნება. ნუ გამოცდით საკუთარ ჯანმრთელობას, თორემ შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ.

კურო

ამ ნიშნის წარმომადგენლებს (განსაკუთრებით ქალებს) აქტიური დღე ელით. დაივიწყეთ მშრალი გათვლები და სიფრთხილე, შეგიძლიათ, ბოლოს და ბოლოს, რისკზე წასვლის ცდუნებას აჰყვეთ. მოგების მშვენიერი შანსი გაქვთ.

ტყუპები

სანატრელი პატარას სახით, სიყვარული მშვენიერ საჩუქარს გიმზადებთ. მატერიალური თუ საყოფაცხოვრებო პრობლემების სიმძიმეს ერთად დაძლევთ. გრძნობების გამოვლენა ნუ გერიდებათ და ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენეთ ბავშვებთან საკონტაქტოდ.

კირჩხიბი

შესაძლოა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებმა შეგაწუხოთ. ყურადღება მიაქციეთ კვებას და შეზღუდეთ ტკბილეულისა და ცომეულის მიღება. გახსოვდეთ, ზედმეტი კვება მხოლოდ ფიგურაზე კი არა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზეც ცუდად აისახება. როგორც კი მუცლის არეში ტკივილს იგრძნობთ, ექიმს მიაკითხეთ.

ლომი

ამ დღეს ადგილიდან დაიძვრება დიდი ხნის გაჩერებული სამეცნიერო თუ შემოქმედებითი პროექტები და ამუშავდება საყოფაცხოვრებო იდეები. დროა, დაფიქრდეთ, როგორ შეცვალოთ საკუთარი მატერიალური მდგომარეობა, თუმცა ეცადეთ, მეტისმეტი არ მოგივიდეთ.

ქალწული

ამ დღეს გარშემომყოფი ადამიანების მიმართ ზედმეტად კრიტიკული ხართ. შესაძლოა, ეს საკუთარი თავდაუჯერებლობითაა გამოწვეული. ეცადეთ, გამუდმებით უმტკიცოთ საკუთარ თავს, რომ გარემოსა და გარემოებების ცვლილებაზე ადეკვატურად რეაგირება შეგიძლიათ.

სასწორი

ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალები დღეს განსაკუთრებით სექსუალურები და მიმზიდველები არიან. გახსოვდეთ, შეიძლება ტყუილის მსხვერპლი გახდეთ. მოერიდეთ ინტრიგებს, შემთხვევით გაცნობილ და არაკეთილგანწყობილ ადამიანებს.

მორიელი

ამ დღეს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ცვლილებები გელით. გზაჯვარედინზე აღმოჩნდებით და არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. კარგად აწონ-დაწონეთ საკუთარი გადაწყვეტილებები და თუ საჭიროა, კოლეგებსა და ახლობელ ადამიანებს რჩევა ჰკითხეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ხელოვან ადამიანებს განსაკუთრებული შესაძლებლობები გაუჩნდებათ. დასახული მიზნისკენ სწრაფად მიდიხართ და პარტნიორების დარწმუნების საოცარი უნარი გაქვთ. წარმატების რეცეპტი მარტივია: საჭიროა საკუთარი თავი მთლიანად სამუშაოს მიუძღვნათ, შრომისმოყვარე იყოთ და ოცნებების რეალობად ქცევას ცდილობდეთ.

თხის რქა

მშვენიერი პერიოდია ოჯახურ ურთიერთობებში ჰარმონიის დასამყარებლად. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სახლსა და მშობლებს. ხელსაყრელი დროა, სახლში რემონტის დასაწყებად.

მერწყული

სიახლეებით სავსე დღეა ყველა მიმართულებით - როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სწავლასა თუ სამსახურში. გამორიცხული არაა, განქორწინებულ მეუღლეებს ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყების სურვილი გაუჩნდეთ. ეცადეთ, ნებისმიერი ურთიერთობა პატივისცემასა და კომპრომისებზე დაამყაროთ.

თევზები

ამ დღეს თანდაყოლილი ინტუიცია გაგიმძაფრდებათ. წარმატება ელით ადამიანებს, რომლებიც მხატვრობაში, მუსიკაში, ლიტერატურასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული. ეცადეთ, სრულად გამოიყენოთ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42