პირველი ღამის უცნაური ტრადიციები
ეს საინტერესოა - 15:37, 22 Nov, 2013     31082

1. ზოგიერთ აფრიკულ ტომში არსებული ტრადიციის მიხედვით, პირველ ღამეს ქმარი ცოლს ორ წინა კბილს აცლის. ეს გათხოვილი ქალის ერთგვარ სიმბოლოდ არის ქცეული. უკბილო ქალები ამაყობენ ამ "დანაკლისით".

2. ფილიპინებზე საქორწილო ღამეს შეუღლებულები ინტიმური ურთიერთობისგან თავს იკავებენ. ამის მიზეზი არის ის, რომ ქორწილში სტუმრებთან ერთად მოლხენისა და, შესაბამისად, ალკოჰოლის მიღების შემდეგ არ შეიქმნას საშიშროება იმისა, რომ ბავშვი ჩაისახება. 

3. მექსიკის, პერუსა და ბრაზილიის ზოგიერთ სოფელში ქორწილის შემდეგ ცოლ-ქმარი სქესობრივი ურთიერთობისგან თავს იკავებს ერთი კვირის მანძილზე - ახალმთვარობამდე. ამის მიზეზიც, ფილიპინების მსგავსად, არის ალკოჰოლისგან სისხლის სრულიად გაწმენდა ბავშვის ჩასახვამდე.

4. სამოაში პირველი ღამე ახალგაზრდებმა მძინარე ნათესავების გარემოცვაში უნდა გაატარონ. სქესობრივი ურთიერთობა დაშვებულია, ოღონდ ისე, რომ არავინ გააღვიძონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიძეს ცუდი დღე ელის...

5. მაკედონიაში პირველ ღამეს ნეფე და პატარძალი ცდილობს ერთგვარ "ნადავლს" - ქუდსა და ჩექმებს დაეპატრონოს. ის, ვინც მოახერხებს ამ ორი ნივთის მითვისებას, იქნება ოჯახში უფროსი.

6. საინტერესო ტრადიცია აქვთ ბახუტუს ტომებში (ცენტრალური აფრიკა). აქ პირველ ღამეს ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა აკრძალულია, სამაგიეროდ იმართება ერთგვარი ცემის რიტუალი: სიძე-პატარძალი ერთმანეთს დილამდე ურტყამს. დილით ჩერდებიან, დასაძინებლად მიდიან მშობლების სახლებში, მომდევნო ღამეს კი ისევ იგივე იწყება. ასე გრძელდება მთელი კვირა. ამ რიტუალის აზრი შემდეგია: ცოლ-ქმარი ერთმანეთს ურტყამს მანამ, სანამ მიხვდებიან, რომ ერთმანეთზე რაიმე სახის, მანამდე არსებული თუ სამომავლოდ შესაძლებელი, წყენა აღარ აქვთ გულში. 

7. ინდოეთში არსებული ტრადიციის მიხედვით ქორწილიდან სამი ღამის განმავლობაში სიძე-პატარძალს შორის ინტიმური ურთიერთობა იკრძალება, რათა არ გაბრაზდნენ გოგონების მფარველი ღვთაებები. ამიტომ, ამ ხნის მანძილზე, ქალსა და კაცს შორის საწოლში დევს ხის ჯოხი - ქალის ნაყოფიერების სიმბოლო. 










მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42