ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, თიანეთში ერთ-ერთ ოჯახში ადგილობრივ მოსახლეობას შევხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და პარტიის გეგმა გააცნო.
დავით ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, რომლებსაც ემატება ინფარსტრუქტურული პრობლემები.
ბაქრაძის თქმით, ამ ყველაფრისგან თავის დაღწევის გზა არის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, სადაც ხალხმა მხარი უნდა დაუჭიროს გარდამტეხ ცვლილებებს.
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ევროპული საქართველოს გეგმა, რაც ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას, ბიუროკრატიული ხარჯების 2 მლრდ. ლარით შემცირებას, მარლთმსაჯულებისა და საპოლიციო რეფორმას, ქვეყანაში მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს.
ბაქრაძის თქმით, სწორედ ევროპული საქართველოა გუნდი, რომლისთვისაც მთავარია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისა და წინსვლის გეგმა.
მასალის გამოყენების პირობები






