"ლარის კურსის გაუფასურება საახალწლოდ ასტრონომიულ ნიშნულს მიაღწევს. ხელისუფლება არჩევნების გადაგორების მიზნით , ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების ახარჯინებს და ქვეყნის წინაშე დანაშაულს სჩადის. ამ ფონზე კი ეკონომიკის მინისტრის განცხდება, თითქოს ლარის კურსის გაუფასურება ჯანსაღი პროცესია ცინიკური და არაადეკვატურია.
ნათია თურნავას განცხადებები მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიას ემსახურება და ქართული ოცების გუნდის პირობებშიც კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს , მეტიც , ცინიკური არაადეკვატურია
ეკონომიკის სამინისტრომ განგვიცხადა რომ ლარის კურსის მერყეობა არის ჯანსაღი პროცესი, და მას რეანიმაცია არ სჭირდება. ეკონომკის მინისტრს უნდა ესმდეს, რომ ლარის კურსის მერყეობას აქვს როგორც დადებთი, ისე უარყოფითი დინამიკა და ამ შემთხვევაშის ჩვენი ვალუტა მხოლოდ უარყოფითი მიმართულებით მიდის. ამ ფონზე ხელისუფლება არჩევნების გადაგორების მიზნით , ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების ახარჯინებს და ქვეყნის წინაშე დანაშაულს სჩადის.
მოსახლეობამ უნდა იცოდეს რომ ნათია თურნავა იტყუება, როდესაც ამბობს რომ ლარს რეანიმაცია არ სჭირდება და მისი გაუფასურება ჯანსაღი პროცესია
რალურად ეს ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიურ გაღარიბებას იწვევს. შეუძლებელია სავალუტო რეზერვების ხარჯვით ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება და ლარის ვარდნაც ამის ნათელი მაგალითია.
ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ ქართული ოცნების ხელისუფლება და პანდემიიდან ზუსტად ორ კვირაში წარვუდგინეთ ანტიკრიზისული, ფაქტობრივად ქვეყნის ეკონომიკური გადარჩენის გეგმა, რადგან შეუძლებელია ლარის კურსის შენარჩუნება ქვეყანაში ე ძირეული ეკონომიკური ცვლილებების გარეშე
სავლუტო რეზერვების ხარჯვის მიუხედავად, ვალურის ვარდნა მაინც გრძელდება და ამის მიზეზი შემდეგია: იმპორტიორების მიერ ვალუტაზე მოთხოვნა შემცირდა, ისეე როგორც იმპორტზე, რდაგან მოსახლეობის მყიდველობითუნარიანობა დაეცა. ლარი კი უფასურდება იმიტომ, რომ ჩვენს მოსახლეობას გამოაქვს საკუთარი დეპოზიტები დოლარში. ეს იმას ნიშნავს რომ მოსახლეობა მის უკანასკნელ დანაზოგს ხარჯავს, როდსაც ეკონომიკის კრიზისის მთავარი ფაზა ჯერ არ დამდგარა. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო ეკონომიკს სამინისტროს წარმოედგინა მოკლევადიანი და საშუალოვადიანი ანტიკრიზისული გეგმა, მაგრამ სანაცვლოდ ეკონომიკის სამინისტრო ხელისუფლების პოსტპანდემური პიარ -შტაბის დანამატად იქცა.
კიდევ ერთი ცინიკური ტყუილი დაპირება ის იყო, თითქოს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები შემოვიდოდა, ასევე ჩინეთიდან ის ორგანიზაციები გადმოვიდოდნენ, რომელნიც ექსპორტს ეწევიან ევროპაში. ფაქტი ისაა, რომ არც ერთ კომპანასთან მოლაპარაკება არ არის დაწყებული
ჩვენ ვთხოვთ მოსახლეობას, ყურადრებით დააკვირდნენ ქართული ოცნების ეკონომიკურ პოლიტიკას , გააცნობიერონ ეს ტყუილები და თავად განსაძღვრონ შესაძლებელია თუ არა ამ გუნდისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა. ნუ მოატყუებინებთ თავს ნურც თურნავას და ნურც ფინანსთა სამინისტროს
ლარის კურსის გაუფასურება საახალწლოდ ასტრონომიულ ნიშნულს მიაღწევს,. ასევე ნათელია რომ მოსახლეობის დანაზოგები 25 პროცენტით შე ცირდა. ეკონომიკურ სექტორში სასწრაფო ცვლილებების გარეშე ჩვენ დავკარგავთ ჩვენი ისედაც მწირი წარმოების 25 პროცენტს და იმპორტზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება . პირველი ნოემბრიდან კი ლარის ისეთი გაუფასურება დაიწყება, რომელიც მოსახლეობას ყოველგავრი შანსის გარეშე დატოვებს" - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






