ხუხაშვილის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არჩევნებს მოიგებს, ეს პირველი ადგილი მაინც არ იქნება საკმარისი მთავრობის დასაკომპლექტებად.
"ინტრიგა შენარჩუნებულია, არჩევნების ბედი გადაწყვეტილი არ არის. ვინ მოვა ხელისუფლებაში, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით. ვიცით ერთადერთი რამ, რომ ხელისუფლება გავა პირველ ადგილზე, მაგრამ ეს პირველი ადგილი საკმარისი იქნება თუ არა, ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია. რაღაც გაურკვეველ კვლევებს რომ ატარებენ გაუგებარი ინსტიტუტების მეშვეობით, ჯერ მათი კვალიფიკაცია გადაამოწმონ, კარგი იქნება. მე ვიცი მათი მენტალობა - ისინი გადაუწყვეტელ ამომრჩეველს თავისიანად თვლიან. რაც შეეხება კობახიძის დამოკიდებულებას IRI-სთან მიმართებაში, რომ ამბობს, თურმე ამომრჩევლის 27%-ს ვერ ათქმევინეს, ვისზე აკეთებს არჩევანსო და ეს თურმე არაკვალიფიციურობის ბრალი ყოფილა, ეს არის ჩვეულებრივი ბრიყვული განცხადება. როგორც იცით, ვირისგან წიხლი არ უნდა გვეწყინოს.
მასალის გამოყენების პირობები






