NDI-სა და IRI-ს კვლევები ნახევარფაბრიკატია - მდინარაძე საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ
პოლიტიკა - 15:03, 17 Sep, 2020     1153
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში ალტერნატივა არ ჰყავს და ის კვლევები, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩატარდა, „ნახევარფაბრიკატია“:

"კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რამდენ პროცენტს მიიღებდა "ქართული ოცნება" ან "ევროპული საქართველო" ან "ლელო" ან "ნაცმოძრაობა", ვინმეს პასუხი გაქვთ, მათი ამ შემთხვევაში CRRC ან IPM- ის კვლევებიდან გამომდინარე, ვინც ჩაატარა საველე სამუშაოები? - არ გაქვთ ხომ? ჩვენ მაქსიმუმ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმ კვლევების რელევატურობაზე, სადაც პასუხი არის, მაგალითად "გორბმა" ჩაატარა კვლევა, სადაც მინიმუმ 56 პროცენტს მიიღებს "ქართული ოცნება" დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 4 პროცენტი დარჩა გადაუნაწილებელი და ალბათ რაღაც არგუმენტები ჰქონდა, რომ 4 პროცენტის შეწონვა, ალოკაცია არ გააკეთა.

„რუსთავი 2“- ის კვლევამაც 56 პროცენტამდე დადო და თქვეს, რომ ეს არის საარჩევნო პროგნოზი, ეს არის სოციოლოგის საქმე. ახლა ვხედავთ, რომ CRRC ან IPM ატარებენ კვლევებს და შემდეგ ამას აქვეყნებენ, სამწუხაროდ, NDI და IRI და ვხედავთ რაღაც ციფრებს, სადაც თქვენც კი არ გაქვთ პასუხი, რა შედეგი დადო ამ ხალხმა. იცით რატომ? - ნახევრადფაბრიკატია. ერთ შემთხვევაში გაიპარა, რომ მოსახლეობის 56 პროცენტი თვლის, რომ არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და სამართლიანად, ეს რას ნიშნავს, ალბათ ხვდებით. IPM- ის ჩატარებულ კვლევაში კიდევ ერთი მონაცემი გაიპარა, რომ ასევე 56 პროცენტს მიაჩნია, რომ საპარლამენტო პოზიციაში მოხვედრის ალტერნატივა არ არსებობს სხვა პარტიების მხრიდან, ანუ "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებში ალტერნატივა არ ჰყავს. თუ ამას მიიჩნევს საქართველოს 56 პროცენტი, მაშინ ეს ალოკაციის გარეშე ციფრები რა საჭიროა? რაში სჭირდება ხალხს რაღაც ციფრები, რომელიც არის ნახევარფაბრიკატი? "- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“, 15 % კი- „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42