"ოცნება“ კოვიდთან მიმართებაში ჟონგლიორობს და ვირუსს სათავისოდ იყენებს - დავით ჭიჭნაძე
პოლიტიკა - 14:36, 17 Sep, 2020     636

„ოცნება“ მარტში იმასაც გვპირდებოდა, ტურიზმს არაფერი ემუქრება, ყველაფერი კარგად იქნებაო და რა დღეში აღმოჩნდნენ ადამიანები, კი ვხედავთ“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და „ოცნების“ ხელისუფლებას კოვიდთან მიმართებაში ჟონგლიორობაში ადანაშაულებს.

„ამ ხელისუფლებას საერთოდ რა გაუკეთებია, რასაც დაგვპირდნენ და ახლა როგორ უნდა ვენდოთ, როდესაც გვპირდებიან, რომ მომავალ წელს თურმე ეკონომიკის 5%-იანი ზრდა გვექნება?!

მითუმეტეს, არანაირი გეგმაზომიერი პოლიტიკა არ აქვთ, არც ფინანსებთან, არც ეკონომიკასთან და არც მკურნალობასთან მიმართებაში!

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ხან ეთანხმებიან, ხან არა;

300 ათასმა ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა, ხელისუფლებას კი, 200 ლარიანი კომპენსაციით უნდა რომ ქვეყანამ იარსებოს;

საერთაშორისო დახმარებებით შემოსული თანხები სამუშაო ადგილების შენარჩუნებას კი არ ხმარდება, ეს ფული მოგზაურობს და ხან კოვი 19-ის ფონდშია, ხან ბავშვების დახმარების ფონდში, ხანაც 200 ლარიანი დახმარებების... რეალურად კი, არავინ იცის სად გააქრეს;

სუბსიდირებებში ისევ ბანკები ჯდებიან წილში.

მოკლედ, „ოცნება“ კოვიდთან მიმართებაში ჟონგლიორობს და ვირუსს სათავისოდ იყენებს, როგორც საინფორმაციო, ისე მატერიალური თვალსაზრისით.

მაგრამ რასაც იბრალებდნენ, კოვიდს მოვერიეთ და მწვანე ზონად დავრჩითო, ეგ მწვანე ზონაც კი ვერ გამოიყენეს ქვეყნის სასიკეთოდ, რადგან ვერც ტურიზმს შეუწყვეს ხელი და 300 ათასი სამუშაო ადგილი ისე გაანადგურეს, ისიც კი არ იციან, რომ სამუშაო ადგილების შექმნას დრო სჭირდება და ეს ფინანსური კრიზირი არ არის, სადაც ფულს ჩაასხამ და ყველაფერი აღდგება“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42