ოთარ კობერიძე მარგველაშვილს უსურვებს, იყოს ისეთივე ღირსეული იყოს, როგორიც სააკაშვილი
საზოგადოება - 15:20, 22 Nov, 2013     3870

ცნობილი მსახიობი ოთარ კობერიძე გიორგი მარგველაშვილს უსურვებს, ისეთივე ღირსეული პრეზიდენტი იყოს, როგორიც მიხეილ სააკაშვილი იყო. ამის შესახებ მსახიობმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, ინაუგურაციის პროცესისა და ახალი პრეზიდენტის შეფასებისას აღნიშნა.

მანვე დაამატა, რომ ინაუგურაციას ასაკის გამო ვერ დაესწრო - მსახიობი 89 წლისაა: „ახალი პრეზიდენტი გვყავს. მისი იმედი მაქვს იმის შემდეგ, რაც გავიგე, რომ ფილოსოფოსი ბრძანებულა. გონიერი კაცი ჩანს. მაგრამ სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ქართველებისთვის უღირსი საქციელი, რაც არის დაჭერა, სამაგიეროს გადახდა და ასე შემდეგ... გიორგი მარგველაშვილი უნდა იყოს ისეთი ღირსეული პრეზიდენტი, როგორიც იყო მისი წინამორბედი, ბოლოსდაბოლოს ქვეყანა რომ დამშვიდდეს“, - ამბობს ოთარ კობერიძე.

მისივე თქმით, არ იცის, რატომ არ დაესწრო მიხეილ სააკაშვილი ინაუგურაციას, მაგრამ ყველას ურჩევს, სააკაშვილს თავი დაანებონ: „იცით რა, დაანებეთ მიხეილ სააკაშვილს თავი! ამდენი გააკეთა ქვეყნისთვის. შეცდომებიც ჰქონდა, მაგრამ არ შეიძლებოდა, არ ჰქონოდა. ასე მგონია, ხალხს არც ახსოვს, შევარდნაძის დროს რა საზიზღრად, ჭუჭყიანი, ტურტლიანები დავდიოდით. ტვინი გვქონდა გამორეცხილი.

ამ დროს გამოჩნდა ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილი და ქვეყანაში ცხოვრების დონე ასწია, ახალმა სიომ დაჰბერა, აზროვნებაც შეიცვალა...“, - აცხადებს ოთარ კობერიძე.

მისი თქმით, პირველ რიგში უნდა მიხედონ სოფლის მეურნეობას, პენსიონერებს და ყველა საჭირბოროტო საკითხს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42