გარდამტეხი ცვლილებების გარეშე, ამ კრიზისის გამოსწორება, ეროვნული ბანკის ამგვარი ერთჯერადი ინტერვენციებით ვერ მოხერხდება - ზურაბ ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 14:17, 17 Sep, 2020     712

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლარის გაუფასურებას და ეროვნული ბანკის პოლიტიკას ეხმაურება.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი არის შედეგი ივანიშვილის ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის, რომელიც კორონაკრიზისის არასწორმა მართვამ კიდევ უფრო გაამძაფრა. ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის გარდამტეხი ცვლილებები და არა ეროვნული ბანკის ერთჯერადი ინტერვენციები.

„ვერანაირი 40 ან თუნდაც 80 მილიონიანი ინტერვენციები ეროვნული ბანკიდან ვერ დააკომპენსირებს იმ უზარმაზარ ზიანს, რაც ქართულმა ეკონომიკამ, ლარმა და ჩვენი მოქალაქეების ჯიბემ მიიღო განვლილი 8 წლის განმავლობაში ქართული ოცნების მიერ წარმოებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით.

ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა დაასუსტა ჩვენი ეკონომიკური იმუნიტეტი და იმის ნაცვლად, რომ კორონაკრიზისს, მაღალი ეკონომიკური ზრდით უფრო ჯანსაღად შევხვედროდით, ვხვდებით უფრო დასუსტებული ეკონომიკით და ბუნებრივია, კორონაკრიზისის პირობებში, მითუმეტეს იმ ჩაკეტვით რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა, კიდევ უფრო სუსტად ვართ და კიდევ უფრო მეტ ზიანს იღებს ეკონომიკაც, ლარიც და ჩვენი მოქალაქეების ჯიბეც.

ამრიგად, გარდამტეხი ცვლილებების გარეშე, ამ ვითარების გამოსწორება, ეროვნული ბანკის ამგვარი ერთჯერადი ინტერვენციებით ვერ მოხერხდება.“- ზურაბ ჭიაბერაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42