ხელისუფლებასთან დაახლოებულმა რომელმაკომპანიებმა ისარგებლეს პანდემიის დროს დასხვა ბიზნესისგან განსხვავებით დახმარება მიიღეს - გიორგი ვაშაძე სკანდალურ სიას აქვეყნებს
პოლიტიკა - 13:56, 17 Sep, 2020     693

“სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მოქმედი მთავრობის მხრიდან “ფულის კეთების" სკანდალურ ფაქტებსა და სქემას აქვეყნებს და იმ ბიზნეს კომპანიებს ასახელებს, რომელთაც დამსხვრეული ოცნებების პარტია რეალურად ეხმარება. ხელისუფლებასთან დაახლოებულმარომელმა კომპანიებმა ისარგებლეს პანდემიისდროს და სხვა ბიზნესისგან განსხვავებითდახმარება მიიღეს, ჩამონათვალს სტრატეგიააღმაშენებელის ლიდერი ასაჯაროებს.

“ჩვენ წარმოგიდგენთ მართლაც ძალიან სკანდალურ და შემზარავ თემას, რომელსაც პირობითად „გახარიასეული ფულის კეთების სქემა ჯიგრულ პონტში" დავარქვით. ეს არის მისი ტერმინები და სწორედ ამ ტერმინებით ვესაუბრებით მას. როცამცირე და საშუალო ბიზნესი, ასევე ტურიზმი არისკატასტროფულ მდგომარეობაში, ვინ დააფინანსაგახარიამ და მისმა გუნდმა? რეალურად ვის ეხმარება საქართელოს ხელისუფლება?" - განაცხადა ვაშაძემ და საზოგადოებას იმ კორუფციული პროგრამის სქემა წარუდგინა, რომელიც სწორედ მოქმედმა მთავრობამ დააანონსა, რომ თითქოს ისინი სულ მალე დაიწყებდნენ სესხის პროცენტისსუბსიდირებას სასტუმროს მეპატრონეებისთვის. მისივე თქმით, ხელისუფლების იღბლიანთა 500 კომპანიის სიაში ზაქარია ქუცნაშვილი მოხვდა დაარა იმ 3 000 კომპანიაში, ვისაც დაფინანსებაზე უარიუთხრეს. ასევე ზურაბ ხაჩიძე, საქართველოს ბანკის ის შვილობილი კომპანია "გუდაური ლოჯი". საქართველოს ბანკს მისივე გაცემული სესხისპროცენტი ბატონმა გახარიამ დაუსუბსიდირა.

„რეალურად, 4 247 განაცხადი შევიდა სუბსიდირების მოთხოვნით და აბსოლუტურ უმრავლესობას, 3 000-ზე მეტს ბიუროკრატიული მიზეზების გამო უარი უთხრეს. მაშინ ვინ დააფინანსა გახარიამ და მისმა გუნდმა მათი გადაწყვეტილებებით? ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი, ბატონი ზურაბ ხაჩიძე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილეა, სწორედ მათი ბიზნესი მოხვდა იმ 500 კომპანიას შორის და არა იმ 3 000 კომპანიაში, ვისაც უარი უთხრეს. ასევე საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია „გუდაური ლოჯი" ანუ გამოდის რომ, საქართველოს ბანკს მისივე გაცემული სესხის პროცენტი სუბსიდირება მოახდინა ბატონმა გახარიამ. სია საკამოდ დიდია, მათ შორისაა, „ალტიტუდი","სევსამორა", „ყვარელი ედემი"- რომელიც უკვე ყველა სქემაშია გახვეული, „მეგაპალასი", „მეჯუდა", „თეთრი ხიდი"- ეს არის ის კომპანიები, რომლებმაც ამის შემდგომ „ქართულ ოცნებას" შესწირეს უზარმაზარი ფული. ფული, რომელიც უნდა წასულიყო იმ პროცენტის დასაფარად, რომელსაც ვერ იხდიან სასტუმროები და ამ კომპანიებს გადაერიცხათ. მათ კი, მაგალითისთვის „ყვარელი ედემმა" 235 000 ლარი, სევსამორამ- 317 000 ლარი შესწირა უკვე შესწირა „ქართულ ოცნებას" ანუ გამოდის, რომ ბიუჯეტის ფული მიდის მათთან, ნაწილს იტოვებენ ისინი და შემდგომ ამ ფულს აბრუნებენ „ქართული ოცნების" საარჩევნო ფონდში. მოლოდინი ნათელია - ქართულმა ოცნებამ არჩევნებზე ხმები მოისყიდოს. ეს არის მხოლოდ ნაწილი, ჩვენ პერიოდულად გამოვაქვეყნებთ, ჩვენი მხრიდან ანტიკორუფციული კვლევა გრძელდება. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს იმაზე, თუ როგორი კორუმპირებული ადამიანი ყავს დღეს საქართველოს ხელისუფლებას, " - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42