გიორგი კანდელაკი: ევროპარლამენტის რეზოლუციის სიმჭახე აჩვენებს, რომ ცვლილებებისთვის საქართველოს მეგობრებიც მზად არიან
პოლიტიკა - 12:46, 17 Sep, 2020     641

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი, ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას და საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება.

გიორგი კანდელაკის თქმით, ეს არის უპრეცენდენტო რეზოლუცია, რომელიც ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იქნა მიღებული. კანდელაკის თქმით, რეზოლუცია პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას რომ ის რაც ხდებოდა წინა არჩევნებზე აღარ მოხდეს წელს.

„მინდა პირველ რიგში გამოვეხმაურო პარლამენტის სპიკერის განცხადებას, თითქოს ევროპარლანეტის გუშინდელი რეზოლუცია, რომელიც ხმების დიდი უმრავლესობით არის მიღებული და გამოხატავს მთლიანად ევროპარლამენტის აზრს, არის ქართული ოცნების ქება და ხოტბა. ალბათ ბატონი თალაკვაძე რომელიმე სხვა პარლამენტში ადევნებდა თვალს დებატებს, მაგალითად რუსეთის დუმაში, სადაც ქართული ოცნების მეგობრები, მაგალითად ბატონი გავრილოვი, ძალიანაც კმაყოფილია ქართული ოცნების მთავრობის საქმიანობით. არვიცი დუმამ მიიღო თუ არა რაიმე დოკუმენტი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, თუმცა ბატონ თალაკვაძეს ვურჩევდი კარგად წაიკითხოს ევროპარლამენტის გუშინ მიღებული რეზოლუცია.

ასეთი მკაფიო შეფასება და გაფრთხილება ქართული ოცნების და მთავრობის, მე ჩემს პრაქტიკაში უბრალოდ არ მახსოვს. ეს მკაფიო შეფასებები რეზოლუციაში მოხდა არა რაიმე შესწორებების გზით, არამედ იყო თავდაპირველ, ფრაქციებს შორის შეთანხმებულ ვერსიაში და გამოხატავს ისევ და ისევ მთლიანად ევროპარლამენტის პოზიციას.

ამ რეზოოლუციას მათ შორის ხმა მისცეს ევროპარლამენტის იმ წევრებმა, რომლებსაც ხშირად ციტირებენ ქართულ ოცნებაში, ბატონმა სანჩესმა, ქალბატონმა კალურანდმა და მათაც მხარი დაუჭირეს ამ მკაფიო და ძალიან კრიტიკულ ფორმულირებას.

რეზოლუციაში პირდაპირ წერია, თუ რა ხდებოდა წინა არჩევნებზე და რა არ უნდა მოხდეს ახლა. ეს არის ძალადობის არ გამოძიება და არავის არ დავიწყებია კორცხელის თემა, რაც ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა თავის კრიმინალურ დაჯგუფებებთან ერთად, ასევე ეს არის ამომრჩევლების მოსყიდვა, ამომრჩევლების დაშინება, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება და პოლიტიზირებული მარლთმსაჯულების დარჩენილი საქმის, გიორგი რურუას საქმის გადაწყვეტაზე და მის განთავისუფლებაზე, რადგან იმავე მუხლში შექებულია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ პოლიტპატიმრების შეწყალება, როგორც 8 მარტის შეთანხმების განხორციელების კუთხით გადადგმული ნაბიჯი.

ასევე საუბარია Facebook - ის მიერ ქართული ოცნების ასობით გვერდის გაუქმებაზე და მოწოდება არის, რომ ასეთი ბინძური პროპაგანდა სხვადასხვა პარტიის მიმართ აღარ იყოს გამოყენებული.

ეს არის ხოტბა? ამრიგად მე ვურჩევდი ბატონ თალაკვაძეს და ქართული ოცნების სხვა ლიდერებს, რომ კარგად წაიკითხონ ტექსტი და შემდეგ გააკეთონ ასეთი ხმამაღალი განცხადებები. ასეთი მკაფიო, არაორაზროვანი პოზიცია ევროპარლამეტისა მე არ მახსოვს.

ერთი სიტყვით, ხმათა დიდი უმრავლესობით მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუცია თვალნათლივ აჩვენებს, რომ არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი პარტნიორებიც და ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი, მზად არის და მომწიფებულია საქართველოში გარდამტეხი ცვლილებებისათვის. სხვა შემთხვევაში, ასეთი მკაფიო ტექსტი არ იქნებოდა.“ -განაცხადა გიორგი კანდელაკმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42