"ძალიან მაღალია გადაუწყვეტელი ამომრჩეველის მაჩვენებელი, რაც იმაზე მიუთითებს ,რომ საზოგადოება ღიად ვერ აფიქსირებს თავის პოზიციას ოპოზიციური პარტიების მიმართ. ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ხელისუფლების ცვლილებას ელოდება, რაც ნათლად აისახება 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგზე"- უთხრა "ნიუპოსტს" დეპუტატმა.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, კი იმ ადამიანების 80 პროცენტი, რომლებიც დღეს აცხადებენ, რომ არ გადაუწყვიტავთ, ვის მისცემენ ხმას არჩევნებში, ან უარს ამბობენ პასუხზე, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია და ისინი როგორც წესი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევენ.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის და პარტიის ყველა წევრის პატივისცემა NDI -ის და IRI - ის მიმართ. ეს ორი ორგანიზაცია საქართველოში შემოსვლის დღიდან ემსახურება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებას. ყოველთვის გვაქვს პატივისცემა და სრული ნდობა შედეგების, მაგრამ როცა ახსენებთ ოპოზიციური პარტიის რეიტინგს, არ დაგავიწყდეთ რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებმაც უარი თქვეს პასუხზე, ან არ გადაუწყვიტავთ ვის მისცემენ ხმას. ამ ადამიანების 80 პროცენტი დარწმუნებული იყავით, რომ არიან ოპოზიციურად განწყობილი და როგორც წესი, ხმას მისცემენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
მე ეს კინო ნანახი მაქვს უკვე - საქართველოს მოქალაქე ერიდება თავისი აზრის გამოხატვას, რადგან „ქართული ოცნების“ პირობებში არის უკიდურესად დაშინებული, თავს იზღვევს და ცდილობს არ გამოხატოს აზრი, რომ თვითონ ან ოჯახის რომელიმე წევრი არ იქნას მკაცრად დასჯილი „ქართული ოცნების" მიერ",- განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






