ჩვენ ვუფრთხილდებით ევროპის ნდობას საქართველოს მიმართ - არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს
პოლიტიკა - 11:30, 17 Sep, 2020     687
„ქართული ოცნების“ ლიდერი არჩილ თალაკვაძე 2020 წლის 16 სექტემბერს ვროკავშირ-საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას ეხმაურება.
მისი თქმით, მისი თქმით, ევროპარლამენტმა ყველა ძირითადი ჯგუფის მხარდაჭერით, დიდი უმრავლესობით, მიიღო ევროკავშირ-საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე ანგარიში.
"ანგარიში ძალიან მნიშვნელოვან თემებს ეხება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, მათ შორის, პოლიტიკურ დიალოგს, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას. ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას, აგრეთვე, ფართომასშტაბიან რეფორმებს, კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, რომელთა მიზანია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესება. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაციის და გაძლიერების მხრივ და მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საარჩევნო ცვლილებებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ნამდვილად სამწუხარო იყო, რომ ოპოზიციამ ამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ მათ საჯარო პირობა გასცეს ამასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტი მხარს უჭერს და გამოხატავს მკაფიო მხარდაჭერას საპარლამენტო არჩევნების მიმართ და მინდა, დავარწმუნო ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში. ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს რეაგირება კოვიდ 19-თან დაკავშირებით და დადებითად არის შეფასებული პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები. ასევე, ევროპარლამენტი გამოხატავს მხარდაჭერას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. საუბარია 150 მილიონ ევროიან დახმარებაზე. აქვე, მინდა, გამოვყო განსაკუთრებით, რომ ევროკავრიში გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, კერძოდ, ხაზს უსვამს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და მისი სრულად გამოყენება საქართველოს და ევროკავშირის მხრიდან, ასევე, მხარდაჭერას გამოხატავს უვიზო რეჟიმის მიმართ. გახსოვთ, რომ ამ მიმართულებით, როგორც პარლამენტმა, ასევე, მთავრობამ, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ ვუფრთხილდებით ევროპის ნდობას საქართველოს მიმართ და მომავალშიც მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის მიღებული ეს სიკეთე, რასაც ქვია უვიზო მიმოსვლა და ასევე, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან - იყოს დაცული. აქვე მინდა განსაკუთრებით საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს და რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რჩება ძალიან მაღლა საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში. ევროპარლამენტმა ამ ანგარიშში იმსჯელა ოკუპაციასთან დაკავშირებითაც. რასაკვირველია, დაგმობილია ეს უკანონო ქმედებები და ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებათა დაცვის ვითარება, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხაზგასმულია დევნილთა დაბრუნების საკითხი, მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება რჩება როგორც ჩვენი ხელისუფლების, ასევე, ჩვენი პარტნიორების მნიშვნელოვან პრიორიტეტად. როგორც მოგეხსენებათ, სამი დღით ადრე, 14 სექტემბერს, ევროპარლამენტში გაიმართა პოლიტიკური დებატები, აგრეთვე, გუშინ ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტიც გამოვიდა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა. კიდევ ერთხელ მინდა, მკაფიოდ ვთქვა: ვინაიდან ჩვენმა ოპონენტებმა არაერთხელ უსამართლოდ გაგვაკრიტიკეს, თქვეს, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება არ მუშაობს სათანადოდ, რათა აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხები სათანადოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო დღის წესრიგში, ამ ანგარიშში და გამართულ დებატებში კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ჩვენი ქვეყნის მიმართ განხორციელებული აგრესიის და ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან მაღალ რეგისტრში. ევროპარლამენტი ეხება, ასევე, კიბერუსაფრთხოების საკითხებს, და ამ მიმართულებით განვაგრძობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად რეფორმებს, ანგარიში საუბრობს გენდერულ თანასწორობაზე, საუბრობს ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ამ მიმართულებითაც საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები, მათ შორის, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რასაკვირველია, გახლავთ დადებითი და პროგრესული. მინდა, კიდევ გამოვეხმაურო განათლების მიმართულებას. მოგეხსენებათ, შემდეგი წლების განმავლობაში განათლება, მისი დაფინანსება და ფუნდამენტური რეფორმები ამ მიმართულებით იქნება ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ევროპარლამენტიც ეხმაურება ამ საკითხს და ნათქვამია, რომ საქართველოს ექნება მომავალშიც მხარდაჭერა, რათა ჩვენმა სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევარებმა მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში, განსაკუთრებით, გამოყოფილია „ერასმუს პლიუსის პროგრამა", რომლითაც 7500-ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა მიიღო განათლება საერთაშორისო უნივერსიტეტებში. ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. და რა თქმა უნდა, ანგარიშში არის მოცემული ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და პრიორიტეტები. ჩვენ, რასაკვირველია, გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, განვაგრძოთ რეფორმები და ეს რეფორმები ემსახურება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას. მე მსურს, საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობა გადავუხადო ევროპარლამენტის ანგარიშის მომხსენებელს, სვენ მიქსერს, რომლის დამსახურებითაც ანგარიში არის დაბალანსებული და ძალიან საქმიანი, ასევე, მადლობას ვუხდი ყველა ევროპარლამენტარს, ვინც მონაწილეობა მიიღო საქართველოსთან დაკავშირებულ განხილვასა და დებატებში"- აცხადებს თალაკვაძე.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42