საზოგადოებაში არის ჩამოყალიბებული მზაობა ფუნდამენტალური და გარდამტეხი ცვლილებებისთვის - სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 11:05, 17 Sep, 2020     442

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვენელი, სერგი კაპანაძე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას ეხმაურება.

სერგი კაპანაძეის თქმით, ამ კველავში, ისევე როგორც ბოლოდროს გამოქვეყნებულ სხვა კვლევებში ჩანს, რომ ქართული ოცნების რეიტინგი იწევს ქვევით და ჯამური ოპოზიციის რეიტინგი მიდის ზევით. კაპანაძის თქმით, კვლევაში კარგად ჩანს, რომ მოსახლეობას სურს ცვლილებები, ხოლო ცვლილებებს სჭირდება კონკრეტული მომავლის გეგმა, რომელიც აქვს ევროპულ საქართველოს.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევაში, ისევე როგორც ბოლო დროს გამოქვეყნებულ სხვა კვლევებში, NDI- სა და „ედისონ რისერჩის“ კვლევაში ჩანს ერთი რამ ,რომ ქართული ოცნების რეიტინგი მოდის ქვემოთ და ჯამური ოპოზიციური რეიტინგი მიდის ზემოთ. მოსახლეობის ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით ან დგას ადგილზე, რაც ასევე ცუდია მთავრობისათვის და ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს არჩევნებზე წასვლას. ეს კომბინაცია იმისა, რაც ჩამოვთვალე, არის კარგი მეტყველი იმ დამოკიდებულების, რომელიც არის საზოგადოიებაში. საზოგადოებაში არის ჩამოყალიბებული მზაობა ფუნდამენტალური ცვლილებებისთვის, ამრიგად ამ კვლევებში სწორედ ეს არის ასახული. აქედან გამომდინარე, ქართული ოცნების მიდგომა, რომ ყცველაფერი არის კარგად და არაფერი არ უნდა შეიცვალოს და ყველა არის ბედნიერი არის არასწორი და ამ კვლევებში ეს ჩანს ძალიან კარგად.

ამრიგად, ჩვენი ამოცანა შემდეგი თვენახევრის განმავლობაში არის, რომ ჩვენი ცვლილებების გეგმა ვაჩვენოთ მოსახლეობას, დავარწმუნოთ ისინი, რომ ერთადერთი გამოსავალი დღეს შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან, რომელშიც ქართულმა ოცნებამ შეგვიყვანა, არის ამ გეგმის განხორციელება. გადასახადების შემცირება, მეტი ფულის დატოვება ოჯახებში, ბიუროკრატიული ხარჯის 2 მლრდ. ლარით შემცირება, ბიზნესების ამოქმედება და მათთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება, ინვესტიციების მოზიდვა და ჯამში გამდიდრება, ეს არის ერთადერთი სწორი გზა, განსხვავებით ყველა სხვა პროგრამისა, რომლებიც ძირითადად პოპულისტურ იდეებზეა დაფუძნებული.“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42