შემოგთავაზებთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას - ვახტანგ კალოიანი
პოლიტიკა - 11:07, 17 Sep, 2020     640

ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ვახტანგ კალოიანი, ხელისუფლებას იმ კონკრეტულ ნაბიჯებს სთავაზობს, რომლებიც უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას პანდემიის დროს.

ვახტანგ კალოიანის თქმით, უნდა შეიქმნას გაწერილი გეგმა, სამედიცინო პერსონალის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებით, ასევე უნდა მოხდეს რისკ ჯგუფების გაძლიერებული კონტროლი, პირველადი ჯანდაცვის ჯაჭვის გამართვა, რითაც მოხდება მაქსიმალური პრევენცია.

„მიუხედავად ხელისუფლების მიერ დაკარგული დროისა და უაზროდ გაფლანგული რესურსისა, დღეს არ შევჩერდებით მის კრიტიკაზე. შემოგთავაზებთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

1. კლინილების მობილიზაციის გაწერილი გეგმა- საწოლთა რაოდენობის, აღჭურვილობის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, ექიმებისა და ექთნების რაოდენობის მითითებით, მათი პროცესში ჩართვის დროში დეტალურად გაწერილი გეგმის შექმნა.

2. სამედიცინო პერსონალის უზრუნველყოფა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. სახელფასო დავალიანებების სრული დაფარვა.

3. რისკ - ჯგუფების - მოხუცთა თავშესაფარები, დიალიზის, ონკოლოგიის სამსახურების უზრუნველყოფა შესაბამისი თავდაცვის საშუალებებით და მათი უსაფრთხოების გაძლიერებული კონტროლი.

4. ჯანდაცვის ნაციონალურ ცენტრს მიეცეს საშუალება კვლევების დღიურად 10000 ტესტის შესრულების.

5. პერიოდულად გახდეს ხელმისაწვდომი კერძო თუ სახელმწიფო ლაბორატორიების შიდა თუ გარე ხარისხის კონტროლის შედეგები.

6. 112 - პაციენტი- პირველადი ჯანდაცვა ჯაჭვის გამართვა -

ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემა, კონკრეტული სამოქმედო გეგმის მიცემა.

7. პანდემიის მომზადებისთვის დახარჯული სახსრების და მიმდინარე ხარჯების საჯაროობა.

8. გრიპის ვაქცინაციისთვის საჭირო ღონისძიებების დროული განხორციელება. მათი საჯაროობა და დროში გაწერილი მოქმედებები.

ევროპული საქართველო, მიუხედავად მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ძალიან დაბალი შეფასებისა, რისთვისაც ისინი აგებენ პოლიტიკურ პასუხს, მზად არის ნებისმიერი ფორმით ინტელექტუალური, ფიზიკური დაეხმაროს ჯანდაცვის სამინისტროს მის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტაში.“ - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42