ყველა შეხედულების ადამიანი ერთ მთავარ რამეზე თანხმდება, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და ცვლილებების დრო არის - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 10:58, 17 Sep, 2020     601

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობიოს კანდიდატი ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერია, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში, საჭოჭუოს უბანში, ადგილობრივებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და ევროპული საქართველოს გეგმა გააცნო.

გიგა ბოკერიას თქმით, როგორც ამ სოფელში, ისე მთლიანად რეგიონში, მძიმე ეკონომიკური კრიზისი, გაჭირვება, უმუშევრობა და უიმედობაა, ხოლო ადამიანებს აქვთ ცვლილებების მოლოდინი.

მოსახლეობასთან შეხვედრისას გაიმართა დისკუსია, რა დროსაც გიგა ბოკერიამ და ადგილობრივებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც ადამიანებს ყველაზე მეტად აწუხებთ. გიგა ბოკერიამ მოსახლეობას გააცნო პარტიის ეკონომიკური გეგმაც.

ბოკერიას თქმით, ის ინფრასტრუქტურული, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც მოსახელობას აწუხებს, ის უიმედობა, რომელიც აქვთ ადამიანებს უნდა შეიცვალოს 31 ოქტომბერს, გარდამტეხი ცვლილებებით.

„ერთ პატარა უბანში ჭალადიდის, საჭოჭუოში გვქონდა შეხვედრა და ძალიან საინტერესო იყო, რადგან მთელი სპექტრი იყო პოლიტიკური შეხედულებების და ძალიან ცოცხალი დისკუსია გვქონდა. ყველა შეხედულების ადამიანი ერთ მთავარ რამეზე თანხმდება, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და ცვლილებების დრო არის, რომ უნდა გადატყდეს ეს ვითარება და შეიცვალოს ყველაფერი. ამიტომ ჩემი გზავნილი იყო, რომ ჩვენ ევროპულ საქართველოს გვაქვს კონკრეტული გეგმა, ის ვალდებულებები რაც ავიღეთ, რათა ეს ცვლილებები მოვიტანოთ. გადასახადების დაწევა, ხალხისთვის მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემა,დახმარებების გაორმაგება მათთვის, ვისაც უჭირს, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და ამ ხარჯების ეკონომიკაში დატოვება და ქალაქებისა და სოფლებისათვის რეალური ძალაუფლების მიცემა. ხელისუფლება ანგარიშვალდებული უნდა იყოს ხალხის წინაშე და ხალხს თვითონ უნდა შეეძლოთ თავიანთი შრომით საკუთარი ბედნიერების მოპოვება. სწორედ ასე მოვიტანთ იმ გარდამტეხ ცვლილებებს, რაზეც თანხმდება ყველა. - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42