26 % ვერ ასახელებს, თუ რა წარმატებული ნაბიჯები გადადგა მთავრობამ, ხოლო გამოკითხულთა 17%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
რაც შეეხება ხელისუფლების მთავარ წარუმატებლობას, 10% თვლის, რომ ეს არის უმუშევრობის პრობლემა, ცრუ დაპირებები და ეკონომიკურ სიდუხჭირეს 9-9% ასახელებს, კრიმინალის მატებას - 6%. გამოკითხულთა 3% თვლის, რომ მთავარი წარუმატებლობა კოჰაბიტაცია და სიღარიბის ზრდა არის.
გამოკითხულთა 25%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, ხოლო 9% ფიქრობს რომ ასეთი წარუმატებლობა არ არსებობს.
აქვე COVID19-თან გამკლავებას ხელისუფლებას გამოკითხულთა 37% იწონებს, 45% ნაწილობრივ იწონებს, 11% კი უკმაყოფილოა იმით, როგორ გაართვა თავი მთავრობას კორონავირუსს.
კორონაპანდემიით გამოწვეუილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავებას ხელისუფლებას 15% უწონებს, ნაწილობრივ 40%-ია კმაყოფილი, თუმცა ნაწილობრივ უკმაყოფილოა 24% და სრულიად უკმაყოფილო ხელისუფლების ნაბიჯებით 19%.
აღსანიშნავია, რომ წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ითაა დაკლებული იმ ადამიანთ რიცხი ვინც სრულად იწონებდა ხელისუფლების ნაბიჯებს, ხოლო 1%-ითაა გაზრდილი სრულიად უკმაყოფილოთა რაოდენობა.
მასალის გამოყენების პირობები






