"არა მონობას საქართველო მომავალი თაობისაა"- "ლელო საქართველოსთვის"
პოლიტიკა - 21:41, 16 Sep, 2020     1080

"არა მონობას, საქართველო ჩვენია", - ამ სახელწოდებით „ლელოს" ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის ახალგაზრდებმა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გამართეს.

აქციის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მიზანი იყო, რომ დასრულდეს ქვეყანაში ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა და ხალხის დაშინება.

„ლელოს" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის განცხადებით, საჩხერელ ხალხს ეშინია საკუთარი აზრის დაფიქსირების. სწორედ ამიტომ, მოვითხოვთ, „ქართულმა ოცნებამ" და მისმა მხარდამჭერებმა შეწყვიტონ ხალხის დაშინება.
„დღეს ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს ფაქტობრივი მმართველის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან და მოვითხოვთ, რომ მან, მისმა პარტიამ და მხარდამჭერებმა შეწყვიტონ ხალხის დაშინება. საჩხერელ ხალხს ეშინია საკუთარი აზრის დაფიქსირების. ჩვენ, „ლელო საქართველოსთვის" ახალგაზრდები ვიბრძოლებთ, ვიდრე არ დასრულდება ეს უმსგავსობა და არ გავუშვებთ „ქართულ ოცნებას" წარსულში. ივანიშვილმა და მისმა ხელის ბიჭებმა უნდა გაიაზრონ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ახალგაზრდების, რომლებიც 21-ე საუკუნეში მონობას და ჩაგვრას არ შეეგუებიან. მოვუწოდებთ თითოეულ ახალგაზრდას, ნუ შეშინდებით, შემოგვიერთდით და ხმამაღლა ისაუბრეთ თქვენს პრობლემებზე. ეს ქვეყანა ჩვენია",- განაცხადა ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა.

აქციის მონაწილეებმა ასევე აქტიურად ისაუბრეს იმ დარღვევებზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონში შეინიშნება. კონკრეტულად, „ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აგიტატორები აქტიურად ემუქრებიან სოციალური დახმარების მოხსნით იმ ადამიანებს, ვინც განსხვავებულ აზრს აფიქსირებს. სოციალური დახმარება კი ბევრი ადამიანისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42