შაქარაშვილის საქმეზე გარდაცვლილის დედას, თამუნა შალვაშვილს დაკითხავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა.
გუგუიშვილის თქმით, თამუნა შალვაშვილი ბრალდების მხარის სიაში იყო და ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად ჩათვალა სასამართლოში გამოცხადებულიყო და მისი პოზიცია მოესმინა.
"დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, არ დაკითხულიყო გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის დედა, თუმცა, აღნიშნული ქალბატონი არის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი მათ შორის, ძალადობაზე და თავდასხმის ნაწილში. მას როგორც დაზარალებულს და უფლებამონაცვლეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მისი პოზიცია იყოს ცნობილი. აღნიშნული ქალბატონი ბრალდების მხარის სიაში იყო და ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად ჩათვალა სასამართლოში გამოცხადებულიყო და მისი პოზიცია მოესმინა", - განაცხადა გუგუტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






