"ჩვენ არავის კერძო საკუთრებას არ შევხებივართ. დატაცებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული კონკრეტული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოვახდინეთ. მოსახლეობამ გაფრთხილების მიუხედავად, შენობების დემონტაჟი არ განახორციელა. სამწუხაროდ, დედაქალაქში გვაქვს ბევრი ისეთი ადგილები, სადაც მიწების უკანონოდ მიტაცება და შემდგომში პატარა ნაგებობების განთავსება ხდება, იმისთვის, რომ ამ კონკრეტული მიწების დაკანონება მოხდეს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში, ამას არ დავუშვებთ და ყოველთვის კანონის ფარგლებში მოვიქცევით. თავს ვიკავებ, კონკრეტული ადამიანების არსებული მდგომარეობა წარმოვადგინო. თუ ამის საჭიროება იქნება, საზოგადოებას ინდივიდუალურად, ყველა იქ მყოფი ადამიანის არსებულ მდგომარეობას წარვუდგენთ“ - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ხუდადოვზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი მოახდინა, რასაც მაცხოვრებლების მხრიდან ჯერ პროტესტი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები






