შავი ოთხშაბათი საქართველოს ეკონომიკისთვის და რეკორდულად გაუფასურებული ეროვნული ვალუტა - “პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“
პოლიტიკა - 16:28, 16 Sep, 2020     1974
ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცვა - მისი ღირებულება დოლართან მიმართებაში 3.15, ხოლო ევროსთან - 3.75-ია. ბოლო დღეების განმავლობაში ლარი, დაახლოებით, 10 თეთრით გაუფასურდა, ეკონომიკა კი კვლავაც კრიზისულ ზღვარზეა მისული.

ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნულ პრობლემას, ერთის მხრივ საერთაშორისო ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებენ, რომელიც პანდემიამ გამოიწვია, მეორეს მხრივ კი ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვან ვარდნას მოახლოვებულ არჩევნებს აბრალებენ და აღნიშნავენ, რომ მომდევნო წელს ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა იქნება და ლარის სტაბილურობას აღარაფერი დაემუქრება.

დღესვე, ეროვნული ბანკი აუქციონზე გასაყიდად 40 მილიონ აშშ დოლარს გამოიტანს. ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 8%-ს შეადგენს.

„დოლართან მიმართებაში ლარი დაახლოებით 2%-ით არის გაუფასურებული. ზოგადად, მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი სავალუტო ბაზარზე არის დროებითი დაძაბულობა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულობას ინფლაციასთან დაკავშირებით რაიმე მატერიალური შედეგი მოჰყვება. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი მანდატი ინფლაციაა. საკმარისი ინსტრუმენტები გვაქვს, რომ ფასების სტაბილურობა ვუზრუნველვყოთ“ - აცხადებს კობა გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადების მიუხედავად, ქვეყანაში პროდუქტსა და მედიკამენტებზე ფასები დღითი დღე იზრდება, ეს კი მასობრივი უმუშევრობის ფონზე ხდება, რასაც პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და შემოსავლის გარეშე დარჩენი საზოგადოების ზრდა ემატება „ბონუსად“.

ფინანსთა მინისტრი საზოგადოებას მომავალი წლიდან ლარის სიმყარეს ჰპირდება, თუმცა, მოსახლეობას აღარც ფიცის სწამს, რადგან ბოლო ისედაც დიდი ხანია აკვირვებს.

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრს, ის ძველებურად ოპტიმისტური განწყობით განმარტავს, რომ ლარის კურსის რყევები საკმაოდ ზომიერია, რადგან, როგორც თავად აცხადებს, ნეგატიური ტენდენციების გაღრმავების ნიშნები არ არსებობს.

ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი ნიუპოსტთან საუბარში აცხადებს, რომ ლარის კურსის ვარდნაში დამნაშავე ხელისუფლებაა, 40 მილიონი დოლარის გაყიდვა კი ვერც ქვეყანას ამოიყვანს კრიზისიდან და ვერც ლარის კურსის გამყარებას დაეხმარება:

„რეზერვების ხარჯვა ლარის კურსს ვერ გაამყარებს. ეს ნაბიჯი მხოლოდ გამართლებულია იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყნის ეკონომიკის შიგნით არის დროებითი ტიპის პრობლემები, კოვიდინფექციასთან დაკავშირებული გარე ფაქტორებს იმდენად ძლიერია, რომ მან ზოგადად დაასუსტა გლობალური ეკონომიკა, ეს კი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ დღეს რეზერვების ხარჯვა ეფექტს ვერ მოგვცემს იმიტომ, რომ ეს გლობალური კრიზისი სულ მცირე წელიწადნახევარი კიდევ გაგრძელდება, შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში რეზერვები ფიზიკურად არ ეყოფა ლარის კურსის გამყარებას. რეზერვების აქტიური გამოყენება, შეიძლება, პირდაპირ დააკავშირო არჩევნებთან. ლარის ხელოვნურად დაჭერის პოლიტიკა მიდის არჩევნების ბოლომდე, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ თუ ასეთი ტემპის ეკონომიკური განვითარება გვქონდა, როგორიც დღეს გვაქვს, მივიღებთ კიდევ უფრო მეტად გაუფასურებულ ლარს. პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება, რადგან რაც უნდა გაეკეთებინა წინა თვეების განმავლობაში, არის შემდეგი - უცხოეთიდან შემოსული 3 მილიარდი აშშ დოლარი მიმართული უნდა ყოფილიყო მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისკენ. ეს თანხები იფლანგება და არ ხმარდება ეკონომიკის ზრდის ტემპების გაუმჯობესებას. ლარის კურსი მთლიანად მინდობილია წინასაარჩევნო რეზერვების ხარჯვას“ - აცხადებს ირაკლი ყიფიანი.


ავტორი: ლილე შუკვანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42