"სად წავიდა ის 5 მილიარდი დოლარი, რომელიც საქართველომ სესხად აიღო? ქართულ ბიზნესს ამ ფულიდან არაფერი მიუღია" - ვაშაძე პრემიერ გახარიას მიმართავს
პოლიტიკა - 16:22, 16 Sep, 2020     824

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს და მოქმედ მთავრობას მყისიერი, გააზრებული და მიზნობირი ნაბიჯების გადაგმას ურჩევს. ამასთან, პრემიერ გახარიას არსებული რეალობის უკეთ აღქმისკენ მოუწოდებს.

„ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საშინელი დარტყმა მიიღო გახარიასა და დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლების გადაწყვეტილებების შედეგად. ამ ფონზე კი, მთავრობაში მოკალათებულები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ნებისმიერ სფეროს უზარმაზარი ფინანსური ზარალი მიაყენეს და საშინელი მდგომარეობა შეუქმნეს. ისედაც ძლივს გამოძვრნენ მდგომარეობიდან, ძლივს მოიტანეს თავი დღმდე და ერთ წუთში გადაუწყვიტეს ყველა იმედი. სესხები, მაღალი პროცენტები, დაკარგული ქონებები,სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა ათასობით ოჯახისთვის ყოველდღირობად იქცა . ქვეყანა სასოწარკვეთილებაშია, პრემიერ-მინისტრი კი გამოდის და ამაყობს: რა მაგარია, რომ მწვანე ქვეყანა ვართ!" - აცხადებს ვაშაძე და პრემიერ გახარიას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ხალხს მიხედოს!

„ბატონო გახარია, რისთვის გამოვიყენეთ ეს მწვანე ქვეყანა? ნუთუ მართლა გჯერათ საკუთარი სიტყვების? თქვენს მოქალაქეებს აღარ სჯერათ თქვენი. მაშინ, როცა ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა იზრდება, ამ ფონზე, სადაც თქვენ გინდათ ღონისძიებები იქ ყველაფერი ტარდება, სადაც ხალხს სჭირდება იქ ყველაფერი აკრძალულია. თქვენ მხოლოდ ტრაბახს უნდებით წარსულის შესახებ. მაშინ, როცა თქვენ კრიზისის შემდგომ პერიოდში ტურიზმის განვითარების შანსებზე საუბრობთ, გავიწყდებათ, რომ ტურიზმი ჯერ კიდევ კრიზისამდე ჩაკალით საზღვრების დაკეტვითა და ფულზე ხელმისაწვდომობის მოსპობით. 5მლდ კრედიტი აიღო საქართველომ იმისთვის, რომ ეკონომიკას მოხმარებოდა. სად წავიდა ის 5 მილიარდი დოლარი, რომელიც საქართველომ სესხად აიღო? თუ გოჩა ენუქიძის სასტუმროებისთვის სუფსიდირება მოხერხდა, სხვა სასტუმროებსა თუ სხვა ბიზნესებს ამ ფულიდან არაფერი მიუღიათ, თუ არ ჩავთვლით მათ, ვინც თქვენს პარტიას ფული შესწირა და 45 მილიონი ლარი მიიღო სანაცვლოდ. თქვენი ილუზია მწვანე ქვეყნის სტატუსის შენარჩუნების შესახებ ჩვენს ეკონომიკას ვერ გადაარჩენს და ვერც იმ 220 000 სამუშაო ადგილს დაუბრუნებს უკან, რომელიც ამ პერიოდში დაიკარგა. ამ მწვანე სტატუსსაც ვერ შეინარჩუნებთ, თუ გაგექცათ კონტროლის არედან კორონას ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში. ნუ ტრაბახობთ წარსულის გამო, აწმყოს მიხედეთ. თუ გინდათ გაიმეოროთ ის, რაც ისრაელში მოხდა? ის მწვანე ქვეყნიდან ყველაზე წითელ ქვეყნად გადაიქცა მსოფლიოში და ახლა უკვე დღეში 4000 ინფიცირებულთა შემთხვევას აფიქსირებს. შეწყვიტეთ ტყუილების თქმა და დაიწყეთ მოქმედება! იცოდეთ, რომ არ შეგრჩებათ ეს, ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს არ გაგანადგურებინებთ. ეს თავნებობა არ გაგივათ!" - ამ სიტყვებით მიმართავს პრემიერ გახარიას გიორგი ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42