ლევან დავითაშვილი: "სახელმწიფომ შექმნა ყველა ინსტრუმენტი და გარანტიები იმისთვის, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს“
პოლიტიკა - 16:09, 16 Sep, 2020     708

„იცით, რომ რთველი საკმაოდ აქტიურ ფაზაშია. დღეღამური გადამუშავება 10 000 ტონას აღემატება. ამ მომენტისთვის, კახეთის რეგიონში, 60 000 ტონა ყურძენია ინდუსტრიულად გადამუშავებული. ყურძნის სიმწიფე კარგია ყველა მუნიციპალიტეტში და ახლა, ყურძნის კრეფა და ჩაბარება ადგილწარმოშობის ზონებში - გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში დაიწყება.

მინდა გამოვეხმაურო გარკვეული პოლიტიკური ძალების აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ქმედებებს. ეს არის პოლიტიკური პოპულიზმი, საკმაოდ მდარე, პოპულისტური ნაბიჯები, რომელიც ჩვენი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობს, არანაირად არ პასუხობს და პირიქით, აზიანებს ფერმერების ინტერესებს და ხელს უშლის პროცესის სწორად, ლოგიკურად წარმართვას.

იმ პერიოდში, როდესაც კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გართულდა გაყიდვები, ტურისტული ინდუსტრია, რომელიც არის ძირითადი მყიდველი, იყო შეზღუდული, HORECA სეგმენტს ჰქონდა დარტყმა ყველა სამიზნე ბაზარზე, განსაკუთრებით გართულდა პრემიუმ ხარისხის პროდუქციის რეალიზაცია.

წინასწარი შეფასებით, პრაქტიკულად მოსავლის 80 % იქნებოდა ჩაუბარებელი, რადგან კერძო სექტორში არ იქნებოდა საკმარისი ფინანსური რესურსი ბაზარზე ყურძნის შესაძენად. იმ ღონისძიებების შედეგად, რომელიც ჩავატარეთ, ჩვენ შევძელით, კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნის მნიშვნელოვნად გაზრდა.

ამავე დროს, ავამოქმედეთ მეორე ინსტრუმენტი, რომელიც უკავშირდება პირდაპირ ფასებს. ეს არის რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე პირდაპირი სუბსიდირება, რომელიც 1 კგ ყურძენზე დაახლოებით, 30 თეთრით განისაზღვრა. დაიდო პირობა, რომ მინიმალური ფასი, რომელსაც კომპანიები გადაიხდიდნენ სუბსიდირების, კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, იქნებოდა 80 თეთრი და ეს არის ის საფასო ნიშნული, რაც ჩვენი მევენახე ფერმერების ინტერესების დაცვას პასუხობს და რა თქმა უნდა, ისინი მოგებით შეძლებენ თავიანთი შრომით მოწეული პროდუქტის რეალიზებას.

სახელმწიფომ შექმნა ყველა ინსტრუმენტი და გარანტიები იმისთვის, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს. ასევე, გამოიყო სახსრები სახელმწიფო კომპანიისთვის, რათა ყველა ღონისძიების მიუხედავად, ჭარბი მოსავლის დარჩენის შემთხვევაში, მან ჩაიბაროს და გადაამუშაოს ყურძენი. ეს იმ პირობებში, როდესაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უბრალოდ ვენახებში დატოვონ მოუკრეფავი ყურძენი, იმის გამო, რომ ჭარბი სიმძლავრეები, კონკრეტული მოცულობები არ არსებობს, რომ ჩაიწუროს ყურძენი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42