დღეს, როდესაც ნათელია, რომ ხელისუფლება ამ არჩევნებს წააგებს ოპოზიციასთან, რათქმაუნდა ველოდებით, რომ ყველა ამ ნაცად ხერხს, ხელისუფლება კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებს- დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 15:11, 16 Sep, 2020     600

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, საარჩევნოდ, ხელისუფლების მხრიდან ოპონენტებზე ზეწოლასა და ძალადობაზე საუბრობს.

დავით ბაქრაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კამპანია არ შესულა აქტიურ ფაზაში, უკვე ვხედავთ სხვადასხვა ფაქტებს ოპონენტებზე ზეწოლისა და დაშინების. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ამგვარი დარღვევები ინტენსიური გახდება არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, რადგან მოსახლეობის მოლოდინი არის გარდამტეხი ცვლილებები და ამ ხელისუფლების შეცვლა.

„რეალურად საარჩევნო კამპანია ეხლა ხურდება და ეხლა იღებს ინტენსიურ სახეს, ამიტომ, ველოდებით, რომ ყველა ის ნიშანი, რომელიც არსებობდა წინა საარჩევნო კამპანიების დროს, ყველა ის ცუდი სიმპტომი, რომელიც უკვე გამოჩნდა ამ კამპანიის დროს, კიდევ უფრო გამძაფრდება და იქნება ტიპიური საარჩევნო კამპანია, როგორსაც ატარებს ქართული ოცნების ხელისუფლება.

პირველ რიგში ამომრჩევლის მოსყიდვით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ზეწოლით, ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობით, ყველაფერი ჩვენ ვიხილეთ წინა არჩევნებზე ქართული ოცნების მონაწილეობით და დღეს, როდესაც ნათელია სურათი, რომ ხელისუფლება ამ არჩევნებს წააგებს ოპოზიციასთან და ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი ცვლილებების არჩევნები, რათქმაუნდა ველოდებით, რომ ყველა ამ ნაცად ხერხს, ხელისუფლება კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებს. ამის ნიშნები უკვე სახეზეა და რაც უფრო გამწვავდება და პიკს მიაღწევს საარჩევნო კამპანია, მით უფრო მეტ დარღვევას იხილავს ჩვენი საზოგადოება. მთავარი არის ის, რომ ვერანაირი დარღვევა, მოსყიდვა, ხელისუფლებას ვეღარ უშველის, რადგან მოსახლეობა შესულია იმდენად მძიმე ეკონომიკურ კრიზისში, რომ საზოგადოებში არის მკაფიო დაკვეთა გარდამტეხ ცვლილებებზე, წინსვლაზე და უკეთესობაზე, ამრიგად, დარწმუნებული ვარ, რომ ვეღარც ფქვილით, ვეღარც კარტოფილით და ვეღარც ზეწოლით, მოსახლეობიოს აზრის შეცვლა ვეღარ მოხერხდება.“ - განცახადე დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42