ეკონომიკური კრიზისი და ლარის გაუფასურება იქნება გრძელვადიანი, თუ არ მოიძებნა კონკრეტული გამოსავალი, ხოლო ეს გამოსავალი არის ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების მოტანა - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 15:06, 16 Sep, 2020     729

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, ლარის გაუფასურებას და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს ეხმაურება.

დავით ბაქრაძის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოიტანა ის შედეგი, რომ დღეს ქვეყანა არის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში და ლარი დღითიდღე უფასურდება. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ამ სიტუაციის შეცვლას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც 31 ოქტომბერს მოვა.

„ქვეყანა იმყოფება უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, ისედაც გაუფასურებულ ლარს დაემატა გაზაფხულზე არასწორი მენეჯმენტის შედეგად, მთლიანად გაჩერებული ეკონომიკა, დაემატა უზარმაზარი საგარეო ვალი, რომელიც წელს აიღო მთავრობამ და ახლა ემატება ის უზარმაზარი საბიუჯეტო ვალდებულებები, რასაც არცევნების მოსაგებად კისრულობს ქართული ოცნება. ამიტომ, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური კრიზისი და ლარის გაუფასურება იქნება გრძელვადიანი, თუ არ მოიძებნა კონკრეტული გამოსავალი, ხოლო ეს გამოსავალი არის ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების მოტანა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. ეს ცვლილებები უნდა გულისხმობდეს გადასახადების შემცირებას, სამთავრობო და ბიუროკრატიულო ხარჯების რადიკალურ შემცირებას, მეტ ეკონომიკურ აქტივობას და მთავრობის ხელში არსებული ქონების გადაცემას ხალხისთვის. ყველა ამ დრამატული ცვლილებების გარეშე, ლარის კურის გააგრძელებს დაცემას, ქვეყანა გააგრძელებს ეკონომიკურ კრიზისში კიდევ უფრო ღრმად შესვლას და ყველაფერი ეს არის შედეგი ქართული ოცნების ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის. ამ ვითარების შეცვლის ერთადერთი შანსი არის ოქტომბრის არჩევნებზე რადიკალური, გარდამტეხი ცვლილებების მოტანა.

საგულისხმოა ეროვნული ბანკის პოლიტიკა. ამ მძიმე კრიზისშიც კი, ლარის მუდმივ ვარდნაშიც კი, ეროვნული ბანკი არ ხსნის თავის რეგულაციას, რომლითაც ზღუდავს არამარტო ბანკებს, არამედ ზღუდავს ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას. ისედაც მძიმე ეკონომიკურ ფონს და კრიზისს, ემატება მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, რომლითაც კიდევ უფრო იზღუდება ეკონომიკა.

ეს ყველაფერი, სამთავრობო ხარჯები, ვალები, ბიუჯეტით აღებული საარჩევნო ვალდებულებები, უაზრო რეგუალიცები, რომლებიც ზღუდავს ეკონომიკას, მთლიანობაში არის საფუძველი ლარის გაუფასურების და ამის შეცვლის ერთადერთი გზა არის არჩევნებზე გარდამტეხი ცვლილებების მოტანა და ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც შეამცირებს გადასახადებს, გააუქმებს რეგულაციებს, შეამცირებს სამთავრობო ხარჯებს და ამ გამონთავისუფლებულ ხარჯებს გაუშვებს ეკონომიკაში იმისათვის, რომ ეკონომიკა ამუშავდეს, სამუშაო ადგილები შეიქმნას და სწორედ, ამუშავებულმა ეკონომიკამ შეინახოს ლარი გამყარებულად და არა ეროვნული ბანკის მხრიდან სავალუტო ინტერვენციებმა.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42