"სიცრუეა"- კალაძის მტკიცებით თბილისში მიმდინარე კულტურულ ღონისძიებებს მერია არ აორგანიზებს
პოლიტიკა - 15:00, 16 Sep, 2020     725

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში მიმდინარე კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და მას სიცრუე უწოდა.

კალაძის მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ პანდემიის პერიოდში, თბილისის მერია თითქოს ორგანიზებას უწევს სხვადასხვა კონცერტებს და კულტურულ ღონისძიებებს, სიცრუეა.

კახა კალაძის თქმით, ამ ღონისძიებებს ჰყავს ორგანიზატორები, ხოლო მერია მხოლოდ დაფინანსებას უზრუნველყოფს.

„თითოეულ ღონისძიებას ჰყავს ორგანიზატორი და რა თქმა უნდა, ის არის ვალდებული, დაიცვას ყველა ის მოთხოვნა და შეასრულოს ყველა ის რეგულაცია, რომლისკენაც ჯანდაცვის სპეციალისტები მოგვიწოდებენ. ეს გასათვალისწინებელია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. შესაბამისად, ინფორმაცია, რომ თითქოს მერია უკეთებს ამ ყველაფერს ორგანიზებას, სიმართლეს არ შეეფერება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, კულტურის სფეროს მხარდაჭერა გაგრძელდება და ამისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს გამოვუცხადეთ მხარდაჭერა, ვაფინანსებთ სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება კონცერტები, ბენდები, მომღერლები, ხელოვნების სხვადასხვა წარმომადგენლები. ამას გავაგრძელებთ, ადამიანებს პრობლემის პირისპირ არასდროს არ დავტოვებთ, ყველანაირად გვერდით დავუდგებით და ხელს შევუწყობთ. ამისთვის დაახლოებით სამი მილიონი ლარი იქნა მოძიებული ჩვენს ბიუჯეტში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი ფოტოგრაფებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომართვის შემთხვევაში, მერია მათ სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში დაეხმარება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42