"ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელიც ჯერ საკუთარ არჩევანს არ აფიქსირებს, ოპოზიციურადაა განწყობილი"- მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკა - 14:58, 16 Sep, 2020     1256

"NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 60%, რომელსაც გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია,"- ამის შესახებ „ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა.

„ის ფაქტი, რომ გუშინ გამოქვეყნდა NDI-ის გამოკვლევა და 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას, ეს იმას მიანიშნებს, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა ოპოზიციურად განწყობილია. როდესაც ადამიანებს აშინებენ და ეუბნებიან, დაკარგავ სამსახურს თუ „ქართული ოცნების" გარდა სხვა პარტიის მხარდამჭერი იქნები და ამ აზრს დააფიქსირებს, ხალხს ემუქრებიან სოციალური დახმარების მოხსნით, ამ ადამიანების პასუხია, რომ ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული. ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ მათი უმრავლესობა ოპოზიციურად განწყობილია"- აცხადებს ხაზარაძე.

"ლელოს" თავმჯდომარემ პარტიის რეიტინგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი რეიტინგი ორნიშნა რიცხვს შეადგენს.

„უპრეცედენტო ზრდა გვაქვს, ჩვენი გამოკვლევით ვართ ორნიშნა რიცხვზე და ამას ცოტა ხანში ყველა

დაინახავს. ჩემთვის მთავარია გუნდი და შემდეგ - თუ რის გარშემოა ეს გუნდი გაერთიანებული. რა პროექტიც არ უნდა იყოს, საჭიროა იდეა, შემდეგ პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას და რისკს საკუთარ თავზე. ჩვენ დავაფუძნეთ პარტია და პანდემიის მიუხედავად, 80 000 ადამიანია ასეთი, მე არ ვლაპარაკობ ამომრჩევლებზე, წინა კვირას ეს რიცხვი იყო 70 000. არც ერთ პარტიას საქართველოს ისტორიაში არ ჰყოლია ამდენი რეგისტრირებული წევრი და რეგისტრირებული მხარდამჭერი.

ჩვენ გვაქვს ყველაზე ძლიერი კონკრეტული გეგმა საქართველოს რეკონსტრუქციის, რომელიც 4 წელში ძირფესვიანად შეცვლის ჩვენს ქვეყანას და შემდეგ დაიწყება უპრეცედენტო ზრდა, რომელიც დღემდე ვერავინ ვერ მოახერხა. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ კვირაში ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის სერიოზული მენეჯმენტის შედეგი, გუნდის კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88% არჩევნებზე წასვლას აპირებს, თუმცა, მათგან 59%- მა არ იცის, ვის მისცემს ხმას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42