როგორც კი გავხდები პრემიერ-მინისტრი ვიღებ ვალდებულებას, შევასრულო ყველა ეს დაპირება, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას გულისხმობს - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 14:25, 16 Sep, 2020     536

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ხელი მოაწერა მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანახმების საერთო დოკუმენტს, რომელიც სისტემის დამოუკიდებლობას ითვალისწინებს. ვაშაძის განმარტებით, შეთანხმების ძირითადი მიმართულებებია, შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურასა და სუს-ში გასაკეთებელი ძირეული რეფორმები

„ამ მიმართულებებზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია. ესენია პოლიციის დეცენტრალიზაცია და შს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება; თვითმმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც ცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს; და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა.რაც შეეხება პროკურატურას, ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა აირჩიოს მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას; პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება; ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა," - შეთანხმების ძირეულ საკითხებზე საუბრობს ვაშაძე და აცხადებს, რომ რეფორმის მნიშნელოვანი ნაწილია სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება, ასევე დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა.

„დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოვაწერეთ აღნიშნული რეფორმების საერთო დოკუმენტს. ვფიქრობ, ეს შეთანხმება ძალაინ მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ქვეყანაში მძვინვარებს კრიმინალი, პოლიცია არ არის დამოუკიდებელი და ჩვენ ვგეგმავთ, გავაკეთოთ საერთო რეფორმა, რომელიც გულისხმობს ამერიკული მოდელის პოლიციის შექმნას საქართველოში, ეს იქნება დამოუკიდებელი საპატრულო პოლიცია, პირდაპირ არჩეული ხელმძღვანელების, ამერიკული მოდელის საგამოძიებო ბიუროს ჩამოყალიბების სახით, შესაბამისი სახელფასო უზრუნველყოფის ზრდის პერსპეტივით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კრიმინალთან ბრძოლის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება პროკურატურას ის უნდა გამოეყოს გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციას, ესეც ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება გამოძიების გამჭვირვალობის კუთხით. ეს არის ის კომპოზიცია, რომელიც თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს პირველ რიგში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მეორეს მხრივ პოლიტიკის ჩარევისგან გაათავისუფლებს ერთხელ და სამუდამოდ სამართალდამცავ უწყებებს. როგორც კი გავხდები პრემიერ-მინისტრი ვიღებ ვალდებულებას, რომ სხვა ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად შევასრულოთ ყველა ეს დაპირება, " - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42