გვეამაყება, რომ პარტნიორების მხრიდან ჩვენს ქვეყანას ასეთი მაღალი ნდობა აქვს-არჩილ თალაკვაძე
პოლიტიკა - 14:23, 16 Sep, 2020     519

„საქართველომ გლობალური პანდემიის პერიოდში დაამტკიცა, რომ შეუძლია საფრთხეების მართვა და არის უსაფრთხო ქვეყანა. ამ მომენტისთვის საქართველო რჩება მწვანე ზონაში, გლობალური პანდემიის პირობებში და ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პანდემიის პერიოდი მინიმალური ზიანით გავიაროთ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას გამოეხმაურა, რომელსაც ისტორიაში პირველად, საქართველო მასპინძლობს.

„გვეამაყება, რომ ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ჩვენს ქვეყანას აქვს ასეთი მაღალი ნდობა, ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ძალიან საქმიანი და ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა და ასევე, იმითაც, რომ საქართველომ გლობალური პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია საფრთხეების მართვა და რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა. ამ მომენტისთვის საქართველო რჩება მწვანე ზონაში, გლობალური პანდემიის პირობებში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პანდემიის პერიოდი მინიმალური ზიანით გავიაროთ. პირველ რიგში, ჩვენი საზრუნავი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა არის ეკონომიკის სტაბილიზაცია და მისი აღდგენა რისთვისაც უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარებას საქართველოში",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობა გადაუხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელმაც, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ „საქართველო სანდო და პროგრესული სახით ყოფილიყო წარმოდგენილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში".​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42