ოპოზიციურმა პარტიებმა მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რაც გულისხმობს "2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდობის გაზრდის მიზნით, უამრავი რეფორმის განხორციელებას".
დოკუმენტს ხელი „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალური მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანმა საქართველომ“ და „გირჩმა“ მოაწერეს
შეთანხმების ძირითადი მიმართულებები:
ზემოთ ნახსენები შეთანხმება- არის ოპოზიციის მიერ საერთო დოკუმენტზე ხელმოწერის მეორე რაუნდი. პირველი მარტში გაიმარა , რომელიც სასამრთლოების რეორგანიზაციას ეხებოდა.
ხელმოწერის მსურველი პარტიებისთვის ეს ფორმატი ღიაა. ნებისმიერს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა,თუნდაც ხელმომწერებს მომავალში დაემატოს.
შეთანხმების ძირითადი მიმართულებები:
შინაგან საქმეთა სამინისტრო
1. პოლიციის დეცენტრალიზაცია და შსს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება;
2. თვითმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც ცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს;
3. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა.
პროკურატურა
1. ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა, აირჩიოს, მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას;
2. პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება;
3. ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა.
სუს-ი1. სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება;
2. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა.
მასალის გამოყენების პირობები






