სააკაშვილი მთავრობის მიერ გლეხებისგან შესყიდული ყურძნის თანხას დაცინვას უწოდებს და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მევენახეებს პროდუქტის ამჟამინდელ ფასზე 80 თეთრის მომატებას ჰპირდება:
“მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის დაცინვა და მინდა მივმართო ჩემს კახელ მეზობლებსა და ყველას საქართველოში, ვისაც ეხება ეს პრობლემა. მე, როგორც საქართველოს მთავრობის შემდეგი ხელმძღვანელი, გაძლევთ გარანტიას, შეინახეთ ეს სერთიფიკატები და 30 თეთრის ნაცვლად მოხდება უკლებრივ ყველა კილოზე დამატება 80 თეთრის, ეს არის დასაწყისისთვის რისი გაკეთებაც შეგვიძლია ეგრევე ოქტომბრის შემდეგ და მერე სულ უფრო მეტად მივხედავთ ამ სფეროს, იმიტომ რომ ეს არის სტრატეგიული სფერო საქართველოს, ეს არის საქართველოს სიამაყე, ძალიან დიდი ბაზარია ქართული ღვინისთვის მთელს მსოფლიოში, ოღონდ ყველამ ამაზე უნდა ვიმუშაოთ და გავაგრძელოთ ის სამუშაო, რომელიც თავის დროზე გვქონდა დაწყებული, ცოტაც კიდევ გაძელით ჩემო ძვირფასებო“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






