"ლელომ" კიდევ 12 ახალი წევრი ქალი წარადგინა
პოლიტიკა - 23:12, 15 Sep, 2020     856

დღეს "ლელომ" ქალთა საბჭოს მთაწმინდის რაიონის 12 ქალი წევრი წარადგინა. ღონისძიებას „ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი მედეა მეტრეველი და მთაწმინდა-კრწანისის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბა ბუაძე დაესწრნენ.

„ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრის, მედეა მეტრეველის თქმით, პარტია განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ქალების როლის გაძლიერებაზე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში, სწორედ ამიტომ "ლელო" ქალების აქტიურობას უწყობს ხელს.

"დღევანდელი ღონისძიება დასაწყისია ქალების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრისა და გენდერული თანასწორობის უმთავრესი პრინციპების განმტკიცების. ქალების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გააქტიურება ხელს შეუწყობს ისეთი სახელმწფო პოლიტიკის წარმოებას, რომელიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ოჯახების წინაშე არსებული პრიორიტეტების გამოკვეთაზე, ჩვენი შვილების უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფაზე, ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებაზე, განათლებასა და ინფრასტრუქტურული პრობლემების ეფექტურ მოგვარებაზე. „ლელოს" ქალთა საბჭოს წევრების წარდგენა მთელი საქართველოს მასშტაბით იგეგმება. პარტიამ უკვე წარადგინა „ლელოს" ქალთა საბჭოს წევრები ისნის რაიონში და საქართველოს რამდენიმე რეგიონში,"- განცხადა მედეა მეტრეველმა.

"საქართველოში ქალების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მათი ეკონომიკური არის თავისუფლება"- ამის შესახებ "ლელოს" მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ ქალის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

"ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ქალების ეკონომიკურად გაძლიერებას, რადგან ამის უკან დგას სხვა ყველა საკითხი. ეკონომიკური პრობლემები მათ დაბრკოლებას უქმნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ მათ წარმატებას უნდა შევუწყოთ ხელი და მჯერა, რომ "ლელო" ამას მოახერხებს,"- განაცხადა საბა ბუაძემ.

"ლელოს" ქალთა საბჭოს მთაწმინდის რაიონის 12 ქალი წევრი:

ნანა მშვენიერაძე, მანანა აბულაძე, ნინო მამარდაშვილი, ცირა გოგუაძე, მაია გეგეჭკორი, მანანა ჯიქია, მარიამ კანდელაკი, თინათინ ფათრეკაშვილი, ლია ანდრიაშვილი, ნინო ბიჭაშვილი, ანი ყაჭეიშვილი, ლალი ქევხიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42