"მე არ ვხარჯავ შავ ფულს, არც გამაჩნია, ჩემს მიერ დახარჯული თითოეული თეთრი რეკლამაში გამჭვირვალეა და აღირიცხება აუდიტის სამსახურში" - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 22:43, 15 Sep, 2020     1036


საარჩევნოდ ფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ ერთ-ერთი დამსხვრეული ოცნებების პარტიაა ვისაც არ აწყობს ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია მათი დაფინანსების შესახებ და სწორედ, მათ მიუწვდებათ ხელი ე.წ "შვ ფულზე", რაზეც ხშირად სხვებთან მიმართებაში საუბრობენ.

"მე არ ვხარჯავ შავ ფულს, არც გამაჩნია და ჩემს მიერ დახარჯული თითოეული თეთრი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და აღირიცხება აუდიტის სამსახურში. აი, სხვები როგორ ხარჯავენ ე.წ „შავ ფულს" ძალიან კარგი იქნება თუ ამაზე იფიქრებენ და მათ შორის „ქართული ოცნების" უდიდეს შავ ფულზე იმუშავებენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წინასაარჩევნოდ დახარჯულ ფინანსებს ითვლიან," - აცხადებს ვაშაძე და აღნიშნავს, რომ მისი თითოეული თეთრი დეკლარილებულია ფეისბუქში და რეკლამაში დახარჯული თანხები გამჭვირვალე.
„მე ამ გამჭვირვალობის არ მეშინია. შემომწირველები ვინც ჩვენ გვყავს, ყველა ასევე გამჭვირვალეა და მათი ღია ჩამონათვალი არის მთლიანად აუდიტის სამსახურში. ვისაც აინტერესებს მივიდეს და საკუთარი თვალით ნახო და ზედმეტ ლაპარაკს შეეშვან. ზოგიერი პოლიტიკოსი გასაკეთებელ საქმეებზეც ლაპარაკობენ, მაგრამ მათ არც გეგმა აქვთ და არც სტრატეგია, არ იციან ხალხს რა ენაზე ელაპარაკონ. არ იციან როგორ დაძლიონ ეკონომიკური კრიზისი. არც სამუშაო ადგილების შექმნა იციან და ინდუსტრიის განვითარება. ხმამაღლა საუბრობენ IT ქალაქების განვითარებაზე და ა.შ რეალურად კი, რაზეც მე ვსაუბრობ, ვერ იგებენ, არ იციან რა არის და როგორ ვითარდება თანამედროვე ეკონომიკა," - აცხადებს ვაშძე და საბანკო სექტორში არსებულ მონოპოლიაზე მიანიშნებს.
„როცა კონკრეტულ სტრატეგიაზე ვსაუბრობ თუ როგორ შეიძლება დავამარცხოთ ეს მონოპოლია და როგორ გავუიაფოთ სესხები ადამიანებს, არ მისმენენ. სამაგიეროდ კი, ზურგს უკან საუბრობენ, ჭორიკნობენ და მხოლოდ ტალახის სროლა შეუძლიათ, რადგან ეს მათი ხელობაა! რა გაუკეთებიათ საერთოდ ცხოვრებაში ყვირილის და ყეყეჩობის გარდა? მართლაც პოლიტიკურ კინტოებად ჩამოყალიბდნენ. შეხედეთ ყველას ვის რა გაუკეთებია. პრინციპებზე რომ საუბრობენ და ამ დროს, ერთ დღეს ერთს აქებენ, მეორე დღეს აგინებენ. უხერხულია! მე ვისაც ვაკრიტიკებ, ვაკრიტიკებ და ვეუბნები რა უნდა გააკეთოს. ვისაც მხარს ვუჭერ, ვამბობ რომ მხარს ვუჭერ. არასდროს არ შევდივარ ამგვარ კინკლაობაში და სწორედ ეს არის ჩვენსა და მათ შორის განსხვავება. ამ ქვეყანაში დგას იუსტიციის სახლები, ეს არის ნომერ პირველი რეფორმა დღესაც მსოფლიო მასშტაბით, რომელიც ხალხს ემსახურება. ვინ საუბრობს ხალხის პრობლემებზე? ვინ იცის სესხები როგორ უნდა გაიაფდეს? რაიმე გეგმა გამოუქვეყნებიათ? მე გეტყვით: ხელისუფლებას არგამოუქვეყნებია კრიზისის დაძლევის არც ერთი გეგმა და სტრატეგია, " - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42