16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 17:33, 15 Sep, 2020     2757

ვერძი

ფულთან დაკავშირებული დროებითი პრობლემები თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს და თვის ბოლოს სიტუაცია გამოსწორდება. თავი შეიკავეთ ძვირფასი ნივთის შეძენისგან, რადგან ბოლოს სრულიად უსარგებლო ან დეფექტიანი აღმოჩნდება.

კურო

ეს დღე თაობათა კავშირს განასახიერებს. ბავშვებთან ურთიერთობა თქვენი, როგორც მშობლის ავტორიტეტს განუზომლად აამაღლებს. შვილი, რომელიც აქამდე მხოლოდ პრობლემებს ქმნიდა, თავისი წარმატებებით გაგახარებთ. ეცადეთ, ბავშვებს წვრილმანების გამო არ გაუბრაზდეთ. იყავით მათთან უფრო მზრუნველი და ალერსიანი.

ტყუპები

გარემოება გაიძულებთ, რომ ახალ პირობებს შეეგუოთ. შესაძლოა, თქვენი ცხოვრებისეული ხედვებიც შეიცვალოს. საშუალება გექნებათ ფული ახალ, პერსპექტიულ საქმეში დააბანდოთ. მეტი დრო დაუთმეთ ამა თუ იმ პროექტის დაწვრილებით განხილვას, რომელშიც ფულის დაბანდებას აპირებთ.

კირჩხიბი

საშუალება მოგეცემათ საკუთარი რჩეულის ადამიანური თვისებები შეაფასოთ, საკუთარი არჩევანის სისწორეში კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ და ძვირფასი საჩუქრით გაანებივროთ. ყოველთვის მზად ხართ, ხარისხში კარგად გადაიხადოთ. თქვენი პრინციპია - იმდენად მდიდარი არ ვარ, რომ უხარისხო ნივთები შევიძინო. არ დაგავიწყდეთ,რომ საყვარელი ადამიანი მხოლოდ საჩუქრებით კი არა, კომპლიმენტებითაც გაანებივროთ. ეს ყველა წყენას დაავიწყებს.

ლომი

სამსახურის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება, ზოგადი არაორგანიზებულობა და გაუწონასწორებლობა ავტომობილის მართვას სახიფათოს ხდის. ეს დღე საუკეთესო არ გახლავთ შეთანხმების დადებისთვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ეცადეთ, უხეშობას მყისიერად არ უპასუხოთ. სამსახურში ყოფნისას მეტი თავშეკავება გამოიჩინეთ, თორემ კოლეგების პატივისცემას დაკარგავთ.

ქალწული

ამ დღეს ორიგინალურობასა და ცნობისმოყვარეობაზე მეტად მიზანსწრაფულობა, დოგმატიზმი და თვალსაწიერის სივიწროვე გახასიათებთ. ნუ მოაკლებთ საკუთარ თავს სიახლის შეცნობის სიხარულს და ნუ გეშინიათ საკუთარ ცხოვრებაში რაღაცა შეცვალოთ, მით უმეტეს, რომ ახლა ამისთვის ხელსაყრელი პერიოდია.

სასწორი

წარმატებული დღეა მეცნიერებისთვის ან ადამიანებისთვის, რომლებიც ინდივიდუალურ მოღვაწეობას ეწევიან. „გარედან“ ზეწოლამ შეიძლება საქმე დააზარალოს, ამიტომ ნურავის მისცემთ უფლებას, რომ თქვენს საქმეში ჩაერიოს.

მორიელი

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ საოცნებო ნივთის შესაძენი თანხა გამოიმუშავოთ. საქმიანი წინადადება, რომელსაც დღეს მიიღებთ, დიდ შემოსავალს გპირდებათ. გახსოვდეთ, წარმატება მისია, ვისაც რისკის არ ეშინია.

მშვილდოსანი

კარგი დღეა ახალი საქმის დაწყების, გეგების განხორციელების, შეხვედრებისა და კოლექტიური საქმიანობისთვის. შესაძლებლობა მოგეცემათ საქმიანობის ფორმა შეცვალოთ. მხოლოდ საკუთარი რწმენა დაგეხმარებათ გეგმების განხორციელებასა და ოცნების ასრულებაში.

თხის რქა

ვოლუნტარიზმმა შესაძლოა იმ შედეგებამდე არ მიგიყვანოთ, რომელსაც ელით. ეპატაჟურობის ცდუნებას ვერ უძლებთ, არადა ცხოვრება თქვენგან ითხოვს თანმიმდევრულობას, კონკრეტულობას და საქმეზე კონცენტრირებას.

მერწყული

ამ დღეს ხასიათის ცვალებადობა გახასიათებთ. წუთიერ სისუსტეს მნიშვნელობა არ მიანიჭოთ. ამჟამად განმარტოება და დამშვიდება გჭირდებათ. მალე საჭირო კონტაქტების დამყარებას და კონფლიქტების უმტკივნეულოდ მოგვარებას შეძლებთ.

თევზები

ამ დღეს თქვენი ენერგეტიკა შემცირებულია, რაც თქვენს ჯანმრთელობაზე და გუნება-განწყობაზეც აისახება. ყველა მნიშვნელოვანი საქმე გვერდით გადადეთ და დაისვენეთ. წყლის პროცედურები ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42