"რეფორმერის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმში ჯეირან ოქროპირიძე: ბათუმს სჭირდება ცვლილებები
პოლიტიკა - 17:02, 15 Sep, 2020     2881
ბათუმის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის საარჩევნო მარათონში პარტია "რეფორმერის" წევრი 34 წლის ჯეირან ოქროპირიძეც ჩაერთო. ის პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტი და ბიზნესის მართვის სპეციალისტია, წლების განმავლობაში მუშაობდა დიდ ბრიტანეთში, სადაც ცნობილი კომპანიების მმართველი მენეჯერის პოზიციას იკავებდა.


- რატომ გახდით პარტია "რეფორმერის" წევრი?

_ პარტია "რეფორმერი" დაფუძნებულია ახალგაზრდა, წარმატებული პროფესიონალების მიერ, რომელთა მიზანია ახალგაზრდებს პროცესებში რეალურად ჩართვის შესაძლებლობა მისცენ. პროფესიული საქმიანობის პერიოდში აღმოვჩნდი უამრავი ბარიერის წინაშე. ეს ბარიერები ადამიანებს გვიშლის ხელს წარმატებაში. წლებია ვისმენთ პოლიტიკოსების ფუჭ დაპირებებს, ერთმანეთთან დაპირისპირებას, მათ პირად ამბიციებს ეწირება ქვეყნის მომავალი და რეალურად არაფერი კეთდება, ამ გარემოს სჭირდება ცვლილებები. ცვლილებებისთვის კი საჭიროა პოლიტიკური ნება, ამიტომაც გავერთიანდი "რეფორმერში". ეს არის პლატფორმა, რომელიც ამკვიდრებს ახალ სტანდარტს და შეცვლის ჩვენი ქვეყნის მომავალს. "რეფორმერი" არის პარტია, რომელიც მაძლევს საშუალებას ჩემი გამოცდილება გამოვიყენო ჩემს ქვეყანაში. წლები ვიცხოვრე და ვიმუშავე უცხოეთში, მაგრამ მაინც დავბრუნდი, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ყოველთვის აქტიური ცხოვრება მქონდა, 18 წლის ვიყავი, როდესაც მუშაობა დავიწყე ტურისტულ სააგენტოში გიდად და შეთავსებით სანოტარო ბიუროში თარჯიმნად, შემდეგ ვმუშაობდი ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. სწავლა გავაგრძელე ლონდონში კაპლანის კოლეჯში. ვმუშაობდი დიდ ბრიტანეთში - Planet Organic -ში სუპერვაიზერად, Save the Children, L.K.Bennett, CHarlez Tyrwhitt-ში მენეჯერად. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვიყავი აღმასრულებელი მენეჯერი და ბაიერი Ermenegildo Zegna, Paul&Shark, Hugo Boss, Garderobi, Gentleman - ში, და ბიზნესის განვითარების მენეჯერი HSS - ში და Royal House -ში. დავაფუძნე და ვხელმძღვანელობ საგანმანათლებლო ბიზნეს ცენტრს Genius.

_ რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკურ მარათონში ჩართვა ბათუმის საარჩევნო ოლქში და რა ინიციატივების განხორციელებას აპირებთ ბათუმში?

- ქობულეთში დავიბადე, წლები ვიცხოვრე ბათუმში. დავამთავრე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კარგად ვიცი ყველა ის პრობლემა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს. რეალურად, ეს ის პრობლემებია, რაც მთელ ქვეყანას აწუხებს, მაგრამ ბოლო პერიოდში აჭარას განსაკუთრებით შეეხო. აჭარა ტურისტული ზონაა და კორონაპენდემიის შედეგად, ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონი აღმოჩნდა, როგორც ტურისტული მიმართულებით, ასევე უძრავი ქონების გაყიდვების თვალსაზრისით.

კორონაპანდემიის პირობებში განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა ის პრობლემები, რაც აქვს განათლების სისტემას, ჯანდაცვის სექტორს. ქვეყანას არ აქვს გრძელვადიანი სტრატეგია. "რეფორმერის" მიზანია ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება და ისეთი საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სისტემების შექმნა, რომელიც გრძელვადიან პერიოდში, მდგრადად უპასუხებს 21-ე საუკუნის გამოწვევებს. ჩვენი პროგრამის მთავარი პრიორიტეტი განათლებასთან და ჯანდაცვასთან ერთად არის ეკონომიკა, უსაფრთხოება და დეცენტრალიზაცია. ამ კუთხით არსებული პრობლემების გადაჭრა ჩვენი რეგიონისთვის და ბათუმისთვის, ისევე როგორც მთელი ქვეყნისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აჭარაში განსაკუთრებით პრობლემური საკითხია უმუშევრობა, ასევე დიდი პრობლემები აქვთ იმ ადამიანებს, ვინც დასაქმებულები არიან, მაგრამ მათი სამუშაო პირობები სრულიად აცდენილია ყოველგვარ სტანდარტს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩავერთე პოლიტიკაში ესეც არის. საქართველოში არ არის დაცული შრომითი უფლებები, თითქმის ყველგან, წავაწყდი ნეპოტიზმს, არაპროფესიონალიზმს, რაც არ აძლევს ადამიანებს განვითარების და წინსვლის საშუალებას. ეს გარემო და სამუშაო პირობები აიძულებს პროფესიონალებს დატოვონ ქვეყანა, წავიდნენ უცხოეთში, ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ეს გზა გავიარე მეც, მაგრამ დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში, მე აქ ჩემს სამშობლოში მინდა ღირსეული ცხოვრება. მინდა ყველას მივცე შესაძლებლობა, დაბრუნდეს თავის ქვეყანაში. ამისთვის აუცილებელია არსებული რეალობის შეცვლა. "რეფორმერი" არის გამარჯვების იდეა. ჩვენ შევქმნით ახალ რეალობას, რაც არის აუცილებელი პირობა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42