ევროპული საქართველო მცხეთა-მთიანეთის ოლქში მხარს ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, ბექა ნათელაშვილს დაუჭერს
პოლიტიკა - 15:57, 15 Sep, 2020     881

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, დუშეთში, პარტიის მხარდამჭერებს, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან, ბექა ნათელაშივილი წარუდგინა, რომელსაც ევროპული საქართველო მხარს უჭერს.

დავით ბაქრაძის თქმით, რათა არ გაყოფილიყო ხმები და ამით არ ესარგებლა ბიძინა ივანიშვილს, ევროპულმა საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მცხეთა-მთიანეთის ოლქში მხარს დაუჭერს ბექა ნათელაშვილს. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ყოველმა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს არა ვიწროპარტიული ინტერესი, არამედ ქვეყნის ინტერესი, ხოლო დღეს ქვეყნის მთავარი ინტერესი გარდამტეხი ცვლილებებია.

„ოქტომბრის არჩევნებში ივანიშვილის და ოცნების დასამარცხებლად ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის თანამშრომლობა და ევროპულმა საქართველომ არაერთხელ აჩვენა, რომ ჩვენთვის მთავარია არჩევნების მოგება და არა ვიწროპარტიული ინტერესები. სწორედ ამიტომ, მცხეთა-მთიანეთის ოლქში, იქ სადაც რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატია, ჩვენ აღარ ვაყენებთ ჩვენ კანდიდატს, რათა არ მოხდეს ხმების გაყოფა და ამით არ იხეიროს ქართულმა ოცნებამ და გადაწყვეტილება მივიღეთ მხარი დავუჭიროთ ლეიბორისტული პარტიის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს. ვფიქრობ, ეს არის კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს, რომ ევროპული საქაღთველოსთვის მთავარი გახლავთ ამ არჩევნებში ივანიშვილის და ქართული ოცნების დამარცხება, რადგან ეს არის გზა ქვეყანას მოვუტანოთ გარდამტეხი ცვლილებები. ამ გარდამტეხი ცვლილებების მოსატანად ჩვენ ვთანამშრომლობთ ოპოზიციასთან და ამ ოლქში მხარს ვუჭერთ ბექა ნათელაშვილს და ვფიქრობ, რომ ეს არის მაგალითი, რომლითაც ჩვენც და სხვა პარტიებმაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომ წინა პლანზე დავაყენოთ არა ვიწროპარტიული ინტერესი, არამედ ქვეყნის ინტერესი, რომ ოქტომბრის არჩვენები გახდეს ქვეყნის გადარჩენის და ცვლილებების მოტანის საშუალება.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42