სააკაშვილი საერთოდ გადაირია, 11-ჯერ აქვს ნათქვამი, რომ საქართველოში ჩამოდის ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან ზღვა-ზღვა და ხან ხმელეთით - გია ვოლსკი
პოლიტიკა - 15:02, 15 Sep, 2020     1113

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე სააკაშვილის პოლიტიკურ ფიგურას გვერდი ვერ აუარა და თავისი გამოსვლა მთლიანად მესამე პრეზიდენტის კრიტიკას დაუთმო:


„სააკაშვილი საერთოდ გადაირია. 11-ჯერ აქვს ნათქვამი, რომ საქართველოში ჩამოდის ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან ზღვა-ზღვა და ხან ხმელეთით. ეს რაც დავითვალე, რაც არ დაგვითვლია, ალბათ რამდენჯერ აქვს ნათქვამი. თურმე მან შექმნა ქართველი ერი. მან მოიტანა საქართველოში კულტურა. ამავე დროს უკიდურესად უგვანი სიტყვებით აგინებს ქართველ ერს, ხალხს. ჯერ მეუღლე დააყენა კანდიდატად, ახლა დედა. რაღაც მანია აქვს გრანდიოზულად ამ კაცს. შეპყრობილია ადამიანი. იქნებ თავის მომხრეებმა მაინც უთხრან, რომ არ შეიძლება ასე ბურთაობა ქვეყნისა და რეგიონის ინტერესებით. არ შეიძლება ისეთი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, სადაც ჰგონია, რომ პანდემიის გავრცელება საშველია, სადაც ეს არაქართული ოცნება აგიხდება, რომ საქართველოს როდისმე სანქციებს დაადებენ, მითუმეტეს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც აქ ჩვენთან ერთად დღეს პოლიტიკურ, სამხედრო თუ ეკონომიკურ ურთიერთობებშია ასე ინტენსიურად ჩართული. ესაა რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს ყველამ. ქვეყანა არ არის იმდენად კარგ მდგომარეობაში, ვიტრაბახოთ, რომ ყველა პრობლემა გადავჭერით. უამრავი პრობლემა დარჩა. პანდემიამ შემოგვიტია და ეს სვავები, ოჯახების და უბედურების გარშემოა მოგროვილი. ესაა რეალობა, რასაც ვუყურებთ. რეალური პრობლემა სხვაგან დევს და არა ბანერების რაოდენობაში, შეიძლება მეც არ მომწონდეს, მაგრამ რეალობა სხვა არის. ეს არ არის ის თემა, რომელიც უნდა წამოვაძახოთ ქვეყნის მმართველ გუნდს, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა, რომ სამშვიდობოს გამოიყვანოს ქვეყანა და ხალხი“,- განაცხადა ვოლსკიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42