„ეს არის საარჩევნო ბლოკი, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ დოკუმენტს, მაგრამ რეალურად ამ კოალიციაში არის არა ხუთი პარტია, არამედ 12-ზე მეტი პოლიტიკური სუბიექტი, საზოგადოებრივი ჯგუფი და ცალკეული პიროვნებები, რომლებიც არიან ჩართულნი იმ ბრძოლაში. გაერთიანებული ოპოზიცია არის ერთიანი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ კი არ გაუკეთებს საჩუქარს ბიძინა ივანიშვილს და არ გამოეყოფა ოპოზიციურ კოალიციას. ჩვენ ვართ ამ გაერთიანების წევრები, უფრო მეტიც - ჩვენ ვართ ამ კოალიციის შექმნის ერთ-ერთი ავტორებ და ხელს ვუწყობთ მიოს გაძლიერებას. ოპოზიციურ ბლოკში გაერთიანების დოკუმენტზე ხელის არ მოწერა არის მხოლო ტექნიკური საკითხი. ყველაფერი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ქართულმა ოცნებამ“, რომ შეექმნათ ისეთი საარჩევნო კანონი, რომელიც კვალიფიციურ სუბიქეტებს უზღუდავდა რესურსის გამოყენების საშუალებას ამ არჩევნებში, თუმცა ჩვენ ვიპოვეთ გამოსავალი და სწორედ ეს გამოსავალი იყო მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გაერთიანების დოკუმენტს ხელი არ მოვაწერეთ. ერთიანი ბრძოლით, გაერთიანებულ ოპოზიციაში ყოფნით, ერთიან სიაში ყოფნით ერთად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს - ამ მიზანს არაფერი უშლის ხელს და წინ ვერაფერი დაუდგება, ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ ერთად“ - განაცხადა „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციური პარტიები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "რესპუბლიკური პარტია", მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის", მოძრაობა "ჩვენ თვითონ" და "პროგრესი და თავისუფლება“ წინასაარჩევნოდ ერთ ბლოკში გაერთიანდნენ, რათა არჩევნებში ერთიანი ძალით გაიბრძოლონ მმართველი გუნდის წინააღმდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






