"ჩვენი პარტნიორები მზად არიან, საქართველოში დემოკრატიული ცვლილებები მოხდეს და ხელისუფლება შეიცვალოს“ - სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 13:46, 15 Sep, 2020     896

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღავენლი, სერგი კაპანაძე, ევროპარლამეტარების განცხადებებს ეხმაურება.

სერგი კაპანაძის თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებებში ნათლად ჩანს მზაობა და ინტერესი იმაზე, რომ ოქტომბრის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და ყველანაირი დარღვევის გარეშე. კაპანაძემ აღნიშნა, რომ თუკი ბიძინა ივანიშვილი შეეცდება იგივე მეთოდების გამოყენებას არჩევნებზე, რასაც ის წინა არჩევნებზე იყენებდა, ამას ექნება მკაფიო პასუხი როგორც ქართული საზოგადოების, ისე უცხოელი პარტნიორების მხრიდან.

„ინტერესი საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მხრიდან ძალიან დიდია და ეს დებატებიც და დოკუმენტიც ამაზე მეტყველებს, ისევე როგორც განცხადებები, რომლებიც ევროპარლამენტარებმა გააკეთეს. მათი ჩართულობა 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, პოლიტპატიმრების შეთანხმებასთან დაკავშირებით, ზოგადად მოწოდება, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი, ღია, გამჭირვალე, ძალადობისგან დაცლილი, რომ იყოს გარემო, სადაც მოსყიდვა არ ხდება, ეს ყველა პუნქტი არის ასახული ამ გადაწყვეტილებაში და ამ დისკუსიის ფარგლებში ამაზე იყო სწორედ საუბარი.

ჩვენ ასევე ვნახეთ ქალაბტონი ფონ კრამონის განცხადება, თუ როგორი საფრთხის შემცველია დიდი რესურსის მქონე მილიარდერის მხრიდან მართვა ისეთი ქვეყნის, როგორიც საქართველოა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები მზად არიან იმისათვის, რომ საქართველოში მოხდეს დემოკრატიული ცვლილებები და ხელისუფლება შეიცვალოს, რათა ის პრობლემები, რომლებიც ახლდა წინა საარჩევნო სისტემას, რაც უკავშირდებოდა ძალადობას და სხვა ასეთ კანონდარღვევებს, აღარ იყოს მომავალში.

ჩვენი პარტნიორების მხრიდან ჩართულობა ძალიან მაღალია, ისინი დაინტერესებულები არიან, რომ გამოგზავნონ დამკვირვებლები ამ არჩევნებზე, ამრიგად, დარწმუნებული ვარ, რომ ვერანაირი ხრიკი, რაც ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს, ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგზე და ის საბოლოოდ დამარცხდება ძალიან მწარედ.

თუკი ივანიშვილი ჩაატარებს ისეთ არჩევნებს, რომელსაც თან ახლდება ძალადობა, მოსყიდვა და სხვა მძიმე კანონდარღვევები, როგორც ეს წინა არჩევნების დროს იყო და მოიტანს ისეთ შედეგს, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის რეალურ ნებას, ასეთ შემთხვევაში ამას შესაბამისი რეაგირება ექნება როგორც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, ისე ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან.“- განაცხადა სერგი კაპანაძემ,

სერგი კაპანაძე ასევე გამოეხმაურა ესპანელი ევროპარლამენტარის, ნაჩო სანჩესის განცხადებას, სადაც მან ოპოზიციის წარმომადგენლები გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათ არ მიიღეს მონაწილეობა არც საკონსტიტუციო და არც საარცევნო ცვლილებების განხილვაში.

კაპანაძის თქმით, ეს ევროპარლამენტარი გამოირჩევა ქართული ოცნების მხარდამჭერი განცხადებებით და როგორც კაპანაძემ აღნიშნა, სანჩესი ამას ქართული ოცნების წარმომადგენლების საამებლად აკეთებს.

„ბატონი სანჩესი ცნობილია თავისი მხარდამჭერი განცხადებებით ქართული ოცნების მიმართ, ხოლო ის რომ არის სრულ უმცირესობაში, ეს ნათლად ჩანს გამომდინარე იქედან, თუ რა განცხადებებს აკეთებენ სხვა მისი კოლეგები. ბატონი სანჩესი როგორც ჩანს მეგობრობს ქართული ოცნების წარმომადგენლებთან და ამ განცხადებებს მათ საამებლად აკეთებს.“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42