ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანი, საჯარო სკოლის დირექტორების განთავისუფლებას ეხმაურება
პოლიტიკა - 13:35, 15 Sep, 2020     700

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანი, საჯარო სკოლის დირექტორების განთავისუფლებას ეხმაურება.

სერგო რატიანმა აღნიშნა, რომ სამინისტრომ დაიწყო სადამსჯელო ოპერაციაები იმ დირექტორების წინააღმდეგ, რომლებიც მათთვის სანდო არ არის. რატიანმა აღნიშნა, რომ პანდემიის დროს, კრიზისულულ სიტუაციაში, ამგვარი მოქმედებები არის უპასუხისმგებლობა. შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო სკოლების ყოფილი დირექტორებიც. მე-10 საჯაროს სკოლის ყოფილი დირექტორის, ბელა ხუბუტიას თქმით, სამინისტროს ეს ქმედებები ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ კოდექს და არის შერჩევითი სამართალი.

„ფაქტია, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნო აგონიაშია, რაც დადასტურდა სკოლის დირექტორების მიმართ განხორციელებული მასშტაბური სადამსჯელო ქმედებით, კერძოდ, ხელისუფლებამ იმ დირექტორებს, რომლებიც პოლიტიკურად არასაიმედოდ ჩათვალა, დაკისრებული უფლებამოსილება შეუწყვიტა და საჩვენებელი დასჯის გეგმა აამუშავა.

თბილისის მასშტაბით სექტემბრის დასაწყისში 110 (177-დან) სკოლის დირექტორს, რომელთაც გაუვიდათ უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა, შეუწყდათ ხელშეკრულება, თუმცა მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე სამინისტროს გადაწყვეტილებით შერჩეულ კადრებს ხელშეკრულება გაუგრძელდათ. სკოლის მიღმა დარჩა დაახლოებით დირექტორთა ნახევარი - პროფესიონალი კადრი, მრავალწლიანი გამოცდილებით.

პროცესი, რომელიც დაიწყო თბილისით გრძელდება მთელ საქართველოში. ერთი მხრივ, საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან, რითაც დაზარალდა კონკრეტული ადამიანები და შეილახა მათი პროფესიული იმიჯი, თუმცა, ამასთანავე, სკოლები პანდემიის რთულ პერიოდში აღმოჩნდნენ დირექტორების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია ეფექტური გადაწყვეტილების რისკებს ზრდის და საფრთხის წინაშე აყენებს საგანმანათლებლო პროცესის გამართულობას.

სამართლიანი იქნებოდა ამ ადამიანებს მოეთხოვათ დაუყოვნებელი აღდგენა, თუმცა ხაზგასასმელია მათი მოთხოვნა, რომელსაც ვუერთდები და მივმართავ განათლების მინისტრს,

• დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება, რის საფუძველზე განახორციელა დისკრიმინაციული ქმედება, რაც გამოიხატა გადაწყვეტილებით, რომ სკოლის დირექტორებიდან მხოლოდ გარკვეულ ნაწილს გაუგრძელდა ხელშეკრულება.

და მეორე,

• დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტრომ საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსისათვის საჭირო ქმედებების განხორციელება, რათა უმოკლეს ვადაში მიეცეთ შესაძლებლობა სკოლებს აირჩიონ დირექტორები და სასწავლო პროცესი წარიმართოს ქმედუნარიან გარემოში.

მინდა, კიდევ ერთხელ, შევახსენო განათლების მინისტრს, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ია კერზაია, რომლის სიცოცხლეც განათლების სამინისტროსა და ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად ნეიტრალური სკოლის დირექტორების წინააღმდეგ დაგეგმილმა სადამსჯელო ღონისძიებამ შეიწირა.“-განაცხადა სერგო რატიანმა.

„მინდა მივმართო განათლების სამინსტროს, რომელიც წარმოადგენს ადმიბნისტრაციულ ორგანოს, ის ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას, უნდა ხელძღვანელობდეს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ დასაბუთების გარეშე არ უნდა შეიზღუდოს ადამიანის შრომითი უფლებები და ამვდროულად ისინი უნდა ხელმძღავნელობდნენ საჯარო და კერძო ინტერესებით, ამრიგად, ეს არის შერჩევითი სამართალი.“ - განაცხადა ბელა ხუბუტიამ, მე-10 საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა.

„წლების მანძილზე, ჩვენ სკოლას ჰქონდა მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც მოუგავრებლად დარცა, სამინისროსთან მქონდა ეფექტური კომუნიკაცია, თუმცა დღეს კრიზისულ მდგომარეობაში, სკოლას სჭირდება ეფექტური მართვა, ხოლო სამინისტრომ არაკანონიერად, დაუსაბუთებლად გამანთავისუფლა როგორც მე, ისე სხვა სკოლის დირექტორები“ - განაცხადა ია აბუაშვილმა, 209-ე საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42