"ვიოლა ფონ კრამონს აზრს შევაცვლევინებთ და მივახვედრებთ, რომ ამ შეფასებაში ცდება"- "ოცნება" ევროპარლამენტდან ივანიშვილის კრიტიკამ გააღიზიანა
პოლიტიკა - 13:21, 15 Sep, 2020     978
„მილიარდერი ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას" - ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის უმწვავეს პოლიტიკურ გზავნილს "ქართულ ოცნებაში" აფასებენ.

"დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონსაც ამ აზრს მალე შევაცვლევინებთ და მივახვედრებთ, რომ ამ შეფასებაში ცდება", - უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ საკითხის კომენტირებისას.

კუჭავამ კრიტიკული განცხადებების სიმცირეზე ისაუბრა და თქვა, რომ "ერთი წლის წინ ასეთი გზავნილები უფრო მეტი იყო".

კახა კუჭავას თქმით, ოპოზიცია ცდილობს, მათი მომხრეების მხრიდან გაკეთებული „ერთი-ორი კრიტიკული ნათქვამით“ გადაფარონ ის დიდი პოზიტივი, რაც ანგარიშს აქვს.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, ძალიან უნდა ეცადო, რომ ევროპარლამენტში დებატები და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში როგორმე ნეგატიურში გაიყვანო.

„ამას მიუთითებს ის განცხადებები, ვინც დებატებისას გამოვიდა და განაცხადა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ, თუ რამდენად დიდია მიღწევები, რომელიც ამ გზაზე ქვეყანამ გაიარა. რაც ყველაზე მთავარი იყო, საინტერესო კომენტარი იყო, რომ საქართველო იმსახურებს და ძალიან მალე უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს არის ის მთავარი პოზიტიური გზავნილები, რომელიც მივიღეთ. რა თქმა უნდა, იყო შენიშვნები და მოსაზრებები, რომ კონკრეტული მიმართულებების გათვალისწინებით საქართველომ უნდა გააძლიეროს რეფორმები, მათ შორის მართლმსაჯულების თვალსაზრისით. იყო ორი პარლამენტარი კრიტიკული გზავნილებით, მაგრამ 700 ევროპარლამენტარიდან ორის კრიტიკული განცხადება და სურვილი, რომ გარკვეული მიმართულებით შეიძლება უკეთესი გაკეთებულიყო, არათუ მისაღებია, აუცილებელია გავითვალისწინოთ და ვიმსჯელოთ, თუ რა შეიძლება გაუმჯობესდეს.

სასამართლოსთან დაკავშირებით მოვისმინეთ ასევე საინტერესო განმარტება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, სადაც ნახსენებია, რომ იმ რეფორმებს მიესალმებიან, რომელიც განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ, თუმცა ისურვებენ, რომ რეფორმების ტალღა არ შეწყდეს და კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა გაიზარდოს. სასამართლოს მეოთხე ტალღა ამ მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა, მთავარია ახლა, ეს ზუსტად იყოს აღსრულებული და უფრო მეტი მიღწევები იყოს", - განაცხადა კახა კუჭავამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42