ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ოთარ კახიძე, ქუთაისის მერიის კორუფციულ სქემებზე საუბრობს
პოლიტიკა - 13:11, 15 Sep, 2020     685

ოთარ კახიძის თქმით, ქუთაისის მერიამ დააორგანიზა კორუფციული სქემა და ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონები მოიპარეს, ამავდროულად, ინფასტრუქტურული სამუშაოები შეასრულეს უხარისხოდ. კახიძემ აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახურმა გამოავლინა ეს დარღვევები, თუმცა დღემდე საოლქო პროკურატურას არავინ არ გამოუვლენია, ვინც მოიპარა რამდენიმე მილიონი ქალაქის ბიუჯეტიდან.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წელს გამოავლინა მასშტაბური კორუფციის ფაქტები ქუთაისის მერიაში.

ქუთაისის მერიამ ე.წ. სოციალური საცხოვრისის 2 მილიონ ნახევრიანი ტენდერის პირობები მოარგო კონკრეტული იურიდიული პირის, შპს “სანოს” ინტერესებს.

მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი ფართის შესყიდვას კონკურსის პირობები და მოთხოვნები არ ითვალისწინებდა, მერიამ შპს „სანოს“ დამატებით გადაუხადა 1 მლნ 800.000 ლარი.

მერიამ სოციალური საცხოვრისი შეისყიდა არასაბაზრო ფასად. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოციალური საცხოვრისის შენობის 1 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება შეადგენს 540 ლარს, მაშინ როდესაც მერიამ გადაიხადა 1000 ლარი. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით დათვლილ ღირებულებასა და მერიის მიერ ჩაბარებულ სამუშაოების ღირებულებას შორის სხვაობა შეადგენს 2.0 მლნ ლარს.

გარდა იმისა, რომ კორუფციული სქემა დააორგანიზეს და ქუთაისის ბიუჯეტიდან მილიონები მოიპარეს, მერიამ სოციალური საცხოვრისი მოაწყო უხარისხოდ. შენობა ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს. მოსახლეობისთვის არ არის შექმნილი შესაბამისი პირობები.

პარლამენტში ანგარიშის განხილვისას, აუდიტის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ დასკვნა პროკურატურაში იყო გაგზავნილი და რეაგირება მათ უნდა მოეხდინათ.

მივმართავ გენერალურ და საოლქო პროკურატურას - უკვე წელიწადზე მეტი გავიდა - რატომ არ არის გამოვლენილი ქუთაისის მერიის არცერთი თანამდებობის პირი, ვინც მიითვისა ბიუჯეტის მილიონები?

ვის და რატომ აფარებენ ხელს?“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42