სახელმწიფო ორგანოების სრული უმოქმედობა გარემოს დაცვის საკითხებზე - კახა კოჟორიძე
„ლელოს“ ხაშურისა და ქარელის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კოჟორიძემ გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა. კახა კოჟორიძის განცხადებით, გარემოს დაცვა, მოქალაქეებისა და მომავალი თაობებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა „ლელოს“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. „დღეს, როდესაც ტყე ნადგურდება, წყალი ბინძურდება, ნაგავში იხრჩობა სოფლები და ქალაქები, სახელმწიფო უმოქმედოა, თვალს ხუჭავს, არაფერს აკეთებს, არ იცავს ჯანსაღი გარემოს, არ იცავს ადამიანის ჯანმრთელობას, არ უფრთხილდება ჩვენი შვილების მომავალს. რაში გამოიხატება ეს უპასუხისმგებლობა და სრული უმოქმედობა, ნათლად დასტურდება ხაშურისა და ქარელის მაგალითზე,”-აღნიშნა კოჟორიძემ და ქვეყანაში ტყის უკანონოდ სარგებლობაზეც ისაუბრა. “ისე, როგორც მთელ საქართველოში, ხაშურსა და ქარელში, ასევე ხშირია ტყით უკანონოდ სარგებლობა, ტყის დაცვისა და მოვლის წესების დარღვევა, წყლის დაბინძურება, ტყის დანაგვიანება, გარემოს დაცვის ნორმების დარღვევა. ხშირი ფაქტების მიუხედავად, ხელისუფლების მხრიდან რეაგირება, პრაქტიკულად, არის ნულოვანი. ლელოს ხაშურისა და ქარელის ოფისებმა გამოვითხოვეთ ინფორმაცია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან ოფიციალურად მიღებული ინფორმაციის თანახმად: 1. ბოლო 4 წლის განმავლობაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ არც ხაშურში და არც ქარელში არც ერთხელ არ მოხდა რეაგირება გარემოს დაცვის ნორმების დარღვევაზე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის [,,ასკ“] 69-ე მხ.) 2. ასევე, ბოლო 4 წლის განმავლობაში ხაშურსა და ქარელში ნულოვანი იყო რეაგირება ხე-ტყის დამზადებისას ტყით სარგებლობის წესების დარღვევაზე (აღნიშნული კოდექსის 63-ე მხ). 3. ასევე, 4 წლის განმავლობაში ხაშურსა და ქარელში ნულოვანი იყო რეაგირება ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესების დარღვევაზე. 4. ბოლო 4 წლის განმავლობაში ხაშურსა და ქარელში ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს ასევე არც ერთი ფაქტი არ დაუფიქსირებიათ ტყის ფონდის მიწებზე ტყის დანაგვიანება - დაზიანების კუთხით. 5. წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევის მხოლოდ 2-2 ფაქტია დაფიქსირებული 2019-2020 წლებში, ხოლო ქარელში ბოლო 4 წლის განმავლობაში ასეთი მხოლოდ 1 ფაქტი გამოავლინეს, 2018 წელს. ეს არის უმძიმესი რეალობა, რომელიც უნდა შევცვალოთ. პირველ რიგში, "ლელო" განახორციელებს რიგ ღონისძიებებს, რათა ამაღლდეს ცნობიერება და ყველა ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს. ამასთან, ,,ლელოს მარშალის გეგმის“ თანახმად, გამკაცრდება გარემოს დაცვითი რეგულაციები, და რაც მთავარია, ჩვენ უზრუნველვყობთ ამ რეგულაციების ამოქმედებას. "ლელოს" მიერ განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებები დაიცავს ჩვენს გარემოს, ჯანმრთელობას და ჩვენი შვილების მომავალს,” - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






