პროკურატურა ზურაბ ჭიაბერაშვილს პასუხობს
სამართალი - 11:33, 22 Nov, 2013     1765

მთავარი პროკურატურა ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას პასუხობს. "ნიუპოსტი" ფარცხალაძის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მთავარი პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "მოწმის წარმდგენი მხარე (როგორც დაცვის, ასევე ბრალდების) ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლოში მოწმის დროული გამოცხადება და საჭიროების შემთხვევაში განუმარტოს მხარეს სასამართლოში მოქცევის წესი და უფლება-მოვალეობები. პროკურორის საქმიანობის ხელშესაწყობად, 2011 წლის აგვისტოდან, პროკურატურის სისტემაში მოქმედებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და უფლება-მოვალეობებზე მოწმისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას, პროკურორისა და მოქალაქის შეხვედრის ორგანიზებას მოქალაქის სურვილის შემთხვევაში, რაც ხელს უწყობს მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად განხორციელებას და ეხმარება მოწმეს სათანადოდ წარდგეს სასამართლოს წინაშე. ივანე მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდების საქმეზე დაკითხულია რამოდენიმე ათასი მოწმე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. მოწმეთა უმრავლესობისთვის უცნობია ქ. ქუთაისში სასამართლოს ადგილმდებარეობა, აგრეთვე სასამართლოში მოქცევისა და ჩვენების მიცემის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული წესები.

აღნიშნულ საქმეზე დასაკითხ მოწმეს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დასაკითხ პირს, ხვდება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი და განუმარტავს მას სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს, ხოლო საქართველოს იმ რეგიონებში სადაც არ არის დანიშნული კოორდინატორი, მის ფუნქციას ასრულებს პროკურორი. აქვე აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარეც არ არის შეზღუდული სასამართლო განხილვის დაწყებამდე შეხვდეს დაცვის მხარის მოწმეს და განუმარტოს მას სასამართლოსთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის განცხადებები, რომლებიც ეხება სასამართლოში წარდგენამდე მოწმესთან გასაუბრების დაუშვებლობას, უსაფუძვლოა და მიზანმიმართულად ემსახურება ბრალდების მხარის მოწმეთა დისკრედიტაციას, მათზე ზემოქმედებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

ზურაბ ჭიაბერაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42