პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკა და ბიზნესი მუშაობას შეუფერხებლად გააგრძელებს - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 19:57, 14 Sep, 2020     1153

„პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკა შეუფერხებლად გააგრძელებს მუშაობას, ბიზნესი გააგრძელებს მუშაობას, ჩვენი კლინიკური სექტორი, ჩვენი ეპიდემიოლოგები ასევე გააგრძელებენ და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებენ პრევენციაზე და ვირუსის გამოვლენაზე მუშაობას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, ნათია თურნავას განმარტებით, ქვეყანას ადეკვატური შესაძლებლობა აქვს როგორც ტესტირების სიმძლავრეების, ასევე საავადმყოფოების თვალსაზრისით. მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გააძლიეროს ის პირველი დადებითი ნიშნები, რომლებიც უკვე გაჩნდა ჩვენს ეკონომიკაში, მიუხედავად მსოფლიოში არსებული გლობალური პანდემიისა.

„მათ შორის თუნდაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პოზიტიური დინამიკა; ეკონომიკური ვარდნის ტემპის არსებითი შემცირება; ადგილობრივი წარმოების ექსპორტის ზრდა, რაც უკვე ივნის-ივლისში შეინიშნება; მათ შორის საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების ის პოზიტიური შეფასებები, რომლებიც ძალიან დიდი იმედით უყურებენ ჩვენს ეკონომიკას. ეს არის ადაპტაციის ეტაპის მთავარი არსი - ვიცხოვროთ პანდემიასთან ერთად, ჩვენმა ეკონომიკამ მუშაობა გაგრძელოს პანდემიის მიუხედავად. ჩვენ, მთავრობა სრულად ვმართავთ ამ სიტუაციას და ვუზრუნველყოფთ ჩვენი ეკონომიკის ფუნქციონირების შეუფერხებელ გაგრძელებას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა ამ სიტუაციაში კერძო სექტორის პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად იცავს თითოეული კონკრეტული ბიზნესსუბიექტი და იქ დასაქმებული თითოეული ადამიანი დაწესებულ რეკომენდაციებს და წესებს.

„მასშტაბური კარანტინი არ იგეგმება, ეს არ დაგვჭირდება, ასევე არ იგეგმება მასშტაბური დარგობრივი შეზღუდვები, მაგრამ მოხდება თუ არა ამა თუ იმ კონკრეტულ კომპანიაში ინფიცირების შემთხვევები და მათი გავრცელება, დიდადაა დამოკიდებული იმაზე, იცავენ თუ არა წესებს ამა თუ იმ კომპანიის თანამშრომლები", - განაცხადა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42