"სასწავლო წლის დაწყება პედაგოგების მასობრივი ტესტირების გარეშე დანაშაულია!" - ხათუნა გოგორიშვილი
პოლიტიკა - 19:37, 14 Sep, 2020     1321

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის ოლქში, ხათუნა გოგორიშვილი, დაავადებათა კონტროლის გურიის ცენტრს მიმართავს, ჩაუტაროს მასწავლებლებს ტესტი კორონავირუსზე.

ხათუნა გოგორიშვილის თქმით, მასწავლებლებზე ტესტის არ ჩატარება არის დანაშაული და უპასუხისმგებლობა. ის მიმართავს შესაბამის ორგანოებს, არ დაუშვან სასწავლო წლის დაწყება ისე, რომ მასწავლებლებს არ ჩაუტარდეთ ტესტი.

„სასწავლო წლის დაწყება პედაგოგების მასობრივი ტესტირების გარეშე დანაშაულია!!!

ბოლო ერთი კვირაა გურიამ, სამწუხარაოდ, დაკარგა კოვიდ მწვანე ზონის სტატუსი. ამ წუთის მდგომარეობით კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობამ 23-ს მიაღწია. მათ შორის 4 პედაგოგია. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩხაკაურასა და სოფელ ზოტის მასწავლებლებს დაუდგინდათ კოვიდ-19. აგრეთვე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულებს შორისაა სოფელ ქვედა ბახვის 2 პედაგოგი. ამ ოთხი სოფლის სკოლებში ხვალ სწავლა არ დაიწყება. მაგრამ სწავლა დაიწყება სამივე მუნუციპალიტეტის ათეულობით სხვა სკოლაში.

მინდა მივმართო დაავადებათა კონტროლის გურიის რეგიონის ხელმძღვანელს არჩილ მჟავიას: სასწავლო წლის დაწყება პედაგოგების მასობრივი ტესტირების გარეშე არათუ უპასუხისმგებლობა, არამედ დანაშაულია!!! გასაგებია, რომ თქვენთვის, როგორც ოცნების ჩინოვნიკისთვის ივანიშვილის მონური მორჩილება მთავარი პრიორიტეტია. ალბათ ამიტომაც ჩაატარეთ გუშინ უფასო ტესტირება შეკვეთილში, „მუსიკოსების პარკში“. მთავარია ბიძინას გარემოცვა და მომსახურე პერსონალი იყვნენ ჯანმრთელები. (იყვნენ, ამაში ცუდი ნამდვილად არაფერია!)

ბატონო არჩილ, იქნებ სხვა ადამიანებზეც გეფიქრათ?! ჩაგეტარებინათ პედაგოგების მასობრივი ტესტირება, ან ბაზრები, სავაჭრო ცენტრები და თავშეყრის სხვა ადგილები შემოგევლოთ მსგავსი აქციით!

ხვალ გურიის სკოლებში ათეულობით ათასი ბავშვი აპირებს შევიდეს საკლასო ოთახებში, სადაც შეიძლება ინფიცირებული პედაგოგი დახვდეს. თუ პედაგოგების დენდროლოგიურ პარკში კოლექტიურ ექსკურსიებსაც გავითვალისწინებთ, ამის ალბათობა მაღალია.

განსაკუთრებით მინდა მივმართო გურიის რწმუნებულს - ზურაბ ნასარაიას, ოზურგეთის მერს - კონსტანტინე შარაშენიძეს, ჩოხატაურის მერს - ირაკლი კუჭავას, ლანჩხუთის მერს - ალექსანდრე სარიშვილს: გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა და არ დაუშვათ სასწავლო პროცესის დაწყება პედაგოგებისა და სკოლის სხვა პერსონალის მასობრივი ტესტირების პროცესის გარეშე!“ - აცახადებს ხათუნა გოგორიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42