"NDI-ის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღეს საქართველოს მოქალაქე დგას არჩევანის წინაშე: მედიკამენტი თუ საჭმელი“ - სერგო ჩიხლაძე
პოლიტიკა - 18:59, 14 Sep, 2020     1182

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ეხმაურება ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას და ქვეყანაში შემქნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც აღნიშნული კვლევითაც დასტურდება. ჩიხლაძის თქმით, მიმდინარე ვითარება ნათლად ცვენებს იმას, რომ მოსახლეობას მედიკამენტებსა და საკვებს შორის არჩევანის გაკეთება უწევს

„NDI-ის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში მედიკამენტების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ჯანდაცვის სისტემაში, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვება ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს. ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ, დგას არჩევანის წინაშე: მედიკამენტი თუ საჭმელი. განსაკუთრებით კი პენსიონრები ვალით და სესხით ყიდულობენ მედიკამენტებს უიკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ზუსტად ამიტომ, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელის“ გუნდმა და გიორგი ვაშაძემ ჯერ კიდევ შარშან, შევიმუშავეთ და დეტალურად გავწერეთ მექანიზმი და შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა გაიაფდეს მედიკამენტები, როგორ გავხადოთ ის უფრო ხელმისაწვდომი, როგორ მოხდეს პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფა და შესაბამისი მკურნალობა სახელმწიფო პროგრამებში ჩართვით, როგორ უნდა გაკონტროლდეს უხარისხო წამლების შემოდინება ქართულ ბაზარზე. ამ 1 წლის განმავლობაში რამდენჯერმე წარმოვადგინეთ აღნიშნული გეგმა, რომლის განხორციელებასაც არჩევნებში გამარჯვებისთანავე პირველი ნოემბრიდან დავიწყებთ,“ - განაცხადა ჩიხლაძე და სამოქმედო დეტალებზეც ისაუბრა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ საქმომედო გეგმა მდგომარეობს შემდეგში: წამლების ფასების გამჭვირვალობა, ევროპული ფასწარმოქმნის ევროპული სტანდარტი და ფასნამატზე ზღვრული მაჩვენებლის დაწესება, როგორც ეს მიღებულია ყველა ევროპულ ქვეყანაში. ამით მოხდება პრევენცია, ცალკეული კომპანიები ცალკეულ მედიკამენტებზე 500-600% და 700%-იან მოგებას ვეღარ მიიღბენ, ისინი დაჯერდებიან იგივე მოგებას, როგორც ეს ევროპაში მოქმედ ფარმაცევტულ კომპანიებს გააჩნიათ. ისინი არიან წარმატებულები, ისინი ამ რეგულაციების გამო არ გაკოტრებულან და ბიზნესიც ვითარდება, შესაბამისად ევროპულ პრაქტიკას დავნერგავთ საქართველოში უკვე 2021 წლიდან,“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42