"მითხრა, რომ ქმარმა სასატიკად სცემა, ცხვირიდსნ სისხლი სდიოდა" - სტამბოლში მოკლული ქალის მეგობრები ალაპარაკდნენ
სამართალი - 16:55, 14 Sep, 2020     1893
სტამბოლში, სავარაუდოდ ქმრის მიერ მოკლული ქალის მეგობარი მონიკა ხარჩილავა აცხადებს, რომ გარდაცვლილი თამთა ჯანჯღავა ურთულს პირობებში ცხოვრობდა და სისტემატიური ძალადობის ქვეშ იმყოფებოდა, მას მეუღლე ირაკლი შურღაია მეგობრებთან კონტაქტს უკრძალავდა და 33 წლის ქალი ახლობლებს ჩუმად უკავშირდებოდა:

„ღამით დამირეკა, იქნებოდა ასე 11 საათი. მე მისი საცხოვრებელი მისამართი არ ვიცოდი, რადგან მეუღლე უკრძალავდა მეგობრებთან ურთიერთობას. ტელეფონზე მითხრა, რომ ქმარმა სასატიკად სცემა, ცხვირიდსნ სისხლი სდიოდა. მე ვუთხარი, სახლიდან გამოქცეულიყო და ჩემთან მოსულიყო. მითხრა, რომ იმ მომენტში ირაკლი სახლში არ იმყოფებოდა, აიღებდა პირად ნივთებს და გამოიქცეოდა. გამაფრთხილა, შენ არ დამირეკო, ჩემს ზარს დაელოდეო. ქუჩაში ველოდებოდი, ტაქსით უნდა მოსულიყო, ქუჩაში ველოდებოდი. რომ შეაგვიანდა, მეგობრისგან დავურეკე და მითხრა, რომ ირაკლის სადარბაზოში დაუჭერია და არ გამოუშვა. დამამშვიდა - არ ინერვიულო, არ ვუცემივარ ამჯერადო. უთქვამს, ერთი თვე დამაცადეო, უკრაინაში მივდივარ და მერე რაც გინდა, ის გააკეთეო. შემდეგ თამთამ მითხრა, სანამ მე არ მოგწერ, არ დამიკავშირდეო. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ირაკლი დაემუქრა მას, თუ მონიკასთან მიხვალ, იმასაც მოვკლავ და შენცო. გავაფრთხილე, არ ენდო, არ დაუჯერო რასაც გეუბნება-მეთქი. პროზექტურაში ვიყავი, მაგრამ იქ არანაირი ინფორმაცია არ მოგვცეს. უბრალოდ, ისი ვიცით, რომ ცივი იარღით აქვს მრავლობითი ჭრილობა მიყენებული“- ამბობს მოკლულის მეგობარრი.

შეგახსენებთ, რომ თამთა ჯანჯღავას ცხედარი სტამბულის პოლიციამ დღეს აღმოაჩინა. მას სხეულზე ჭრილობების გარდა წამებისა და ცემის კვალი აღენიშნება. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირაკლი შურღაიამ საკუთარ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის დროს ჭრილობები მიაყენა - რამდენიმე წლის წინ მამაკაცმა ცოლი ცივი იარაღით სახის არეში დაჭრა. ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს პოლიცია, ქართველი ქალის ცხედარი კი ჯერ-ჯერობით ისევ სტამბულის პროზექტურაში რჩება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42